ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: საინექციო ხსნარი 1მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:
რეტინოლის აცეტატი (ვიტამინი A) ან პალმიტატი – 30000 მე,
კოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) – 40000 მე,
ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) – 20 მგ;
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ხბო, კვიცი, ბატკანი, ციკანი, ცხვარი, თხა, ღორი, ფრინველი, ძაღლი და ბოცვერი
ჩვენება:
ჰიპოვიტამინოზის (ვიტამინების ნაკლებობა) მკურნალობა და პროფილაქტიკა.
- რაქიტი
- ქსეროფთალმია
- ოსტეომალაცია
- ნაყოფიერების ფუნქციის დარღვევა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
- დაავადებების მოხდის შემდგომი (რეაბილიტაციის) პერიოდი
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ავლენს კომპლექსურ მოქმედებას ცხოველების და ფრინველის ორგანიზმზე, რაც გამოიხატება ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებაში, A, D3, E ჰიპო- და ჰიპერვიტამინოზის და მათ ფონზე განვითარებული დაავადებების პროფილაქტიკაში.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეიყვანება კუნთებში ან კანქვეშ კვირაში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში.
ერთჯერადი დოზები (მლ):
• მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი – 2,0–5,0
• ცხენი – 2,0–2,5
• ხბო, კვიცი – 1,5–2,0
• ცხვარი, თხა – 1,0–1,5
• ბატკანი, გოჭი – 1,5–2,0
• ღორი – 1,5–2,0
• ძაღლი – 0,5–1,0
• ფრინველი (ქათამი) – 0,1–0,2
• ბოცვერი – 0,2–0,3
საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის ინექციას იგივე დოზებში იმეორებენ ერთი თვის შემდეგ;
- პრეპარატის გამოყენებისას არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა;
- პრეპარატის გამოყენება შეიძლება მაკედ და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ცხოველებისთვის.
ლოდინის პერიოდი: 0 დღე.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება.
უკუჩვენებები: არ არის დადგენილი.
ტრივიტის საინექციო ხსნარის გამოყენება არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენებას.
შენახვის პირობები: ინახება მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას, ადამიანისა და ცხოველის საკვები პროდუქტებისგან განცალკევებით.
5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.
შენახვის ვადა: 2 წელი;
შეფუთვის ფორმა: 100 მლ მოცულობის შუშის ფლაკონი.

