დეტალური აღწერა

ტილო 200 WSP

შემადგენლობა: პრეპარატის ყოველი გრ შეიცავს: ტილოზინი 200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ტილოზინი არის მაკროლიდური ანტიბიოტიკი და აქვს ბაქტერიოსტატიკური მოქმედება გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკების მიმართ. პერორალური მიღების შემდეგ სისხლში თერაპიული დონე მიიღწევა 2-4 საათის განმავლობაში.

ჩვენებები:
ტილო 200 wsp ეფექტურია დაავადებების გამომწვევი აგენტების წინააღმდეგ (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კორინებაქტერიები, პასტერელოზი, ჯილეხი, წითელი ქარი და სხვ.). ის განსაკუთრებით ეფექტურია მიკოპლაზმა გალისეპტიკუმის (PPLO) წინააღმდეგ. პრეპარატი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პროქსიმალური ნაწილებიდან, შესაბამისად, სისხლში თერაპიული დონე სწრაფად მიიღწევა. ტილო 200 wsp ძალიან ეფექტურია ფრინველის ქრონიკული რესპირატორული დაავადების (CRD) პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე ინფექციური სინოვიტის და სინუსიტის სამკურნალოდ და რამდენიმე სხვა დაავადების წინააღმდეგ შინაურ ფრინველებში.

გამოყენების წესი  და დოზირება: პერორალური მიღებისთვის საკვებთან ან სასმელ წყალთან ერთად:
ხბოები: 4 გ 50 კგ წონაზე ორჯერ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში.
გოჭები: 125 გ 100 ლიტრ სასმელ წყალზე 7-10 დღის განმავლობაში.
შინაური ფრინველი: 250 გ 100 ლიტრ სასმელ წყალზე 3-5 დღის განმავლობაში.
საკვებთან შერეული პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. სამკურნალო სასმელი წყალი გამოყენებულ უნდა იქნას  24 საათის განმავლობაში.

ლოდინის პერიოდი:
ხორცი: ხბო: 12 დღე; გოჭი: 1 დღე; შინაური ფრინველი: 2 დღე
კვერცხი: 2 დღე

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილას 2°C-დან 25°C-მდე.
შეინახეთ დახურულ შეფუთვაში. მოარიდეთ ბავშვებს.

გამოშვების ფორმა: 100 გ-იანი პაკეტი