ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

აღწერილობა:
გარეგანი გამოყენების ხსნარი პლასტმასის ტუბებში.

შემადგენლობა:

1 მლ პრეპარატი  შეიცავს სელამექტინს – 60 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა სელამექტინი, ნახევრადსინთეზური ივერმექტინი გამოყენება: ოტოდექტოზის  (Otodectеsсynotis), სარკოპტოზის (Sarcoptеscanis), ტოქსოკაროზის  (Toxocarа canis), ბალანჭამიათა ინვაზიის (Trichodectescanis) და რწყილებისაგან (Ctenocephalidesspp.) პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, ასევე დიროფილიარიოზის პროფილაქტიკა  (Dirofilariа іmmitis და Dirofilariarepens)

გამოყენების წესი  და დოზირება: პრეპარატი დაიტანება მშრალ კანზე ბეჭებს შორის.

გამოიყენეთ ცხოველის შესაბამისი წონის ტუბი.

რწყილების განადგურება (ძაღლებსა და კატებში)

პრეპარატის დატანების შემდეგ ზრდასრული რწყილები იღუპებიან. ინვაზიის თავიდან ასაცილებლად პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას თვეში ერთხელ აქტიური რწყილიანობის სეზონის განმავლობაში.

მაკე  და ლაქტაციის მქონე ცხოველებში პრეპარატის გამოყენება თავიდან არიდებს ლეკვებში რწყილით ინვაზიას 7-თვემდე ასაკამდე.

რწყილის მიერ გამოწვეული ალერგიული დერმატიტისას პრეპარატი ინიშნება სამჯერადად  ერთი თვის ინტერვალებით.

დიროფილიარიოზის პროფილაქტიკა (ძაღლებსა და კატებში)

დიროფილირიოზის პროფილაქტიკისათვის „სტრონგჰოლდ 6%“ ინიშნება ცხოველებში ყოველ თვე, გამომწვევის გადამტანი   ფრენის დაწყებიდან  და მთავრდება არა უადრეს ერთი თვისა მწერების ფრენის დასრულების შემდეგ. დიროფილირიოზის პროფილაქტიკისათვის სხვა პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატ „სტრონგხოლდ 6%“ გამოყენება ხდება წინა პრეპარატის გამოყენებიდან ერთი თვის შემდეგ.

დეჰელმინთიზაცია დროს (ძაღლებსა და კატებში):

პრეპარატს იყენებენ ერთჯერადად; ტოქსოკაროზის, ოტოდექტოზის, ანკილოსტომოზის, ბალანჭამიებით დაზიანებისას.

სარკოპტოზის მკურნალობისას (ძაღლებში) ორჯერ ერთი თვის ინტერვალით.

უკუჩვენებები:  არ გამოიყენება 6 კვირაზე პატარი ასაკის ცხოველებში, ასევე გამოფიტულ და დაავადებულ ცხოველებზე.

სიფრთხილის ზომები: არ დაიტანოთ პრეპარატი სველ კანზე.

არ შეიძლება ცხოველთა დაბანა პრეპარატის დატანებიდან 2 საათის განმავლობაში.

შენახვის პირობები:

მშრალი ადგილი 10-დან 30 º С-მდე ტემპერატურა

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.