ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აღწერილობა:
გარეგანი მოხმარების ხსნარი პლასტმასის ტუბებში.
შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს სელამექტინს – 120 მგ.
პრეპარატის მოქმედი ნივთიერებაა სელამექტინი, ნახევრადსინთეზური ივერმექტინი გამოყენება: ოტოდექტოზის (Otodectеsсynotis), სარკოპტოზის (Sarcoptеscanis), ტოქსოკაროზის (Toxocarа canis), ბალანჭამიათა ინვაზიის (Trichodectescanis) და რწყილებისაგან (Ctenocephalidesspp.) პროფილაქტიკისა და მკურნალობისას, ასევე დიროფილიარიოზის პროფილაქტიკა (Dirofilariа іmmitis და Dirofilariarepens)
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი დაიტანება მშრალ კანზე ბეჭებს შორის.
გამოიყენეთ ცხოველის შესაბამისი წონის ტუბი.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ ზრდასრული რწყილები იღუპებიან. ინვაზიის თავიდან ასაცილებლად პრეპარატი გამოყენებული უნდა იქნას თვეში ერთხელ რწყილების აქტიურობის სეზონის განმავლობაში.
მაკე და ლაქტაციის მქონე ცხოველებში პრეპარატის გამოყენება თავიდან არიდებს ლეკვებში რწყილით ინვაზიას 7-თვემდე ასაკამდე.
დიროფილირიოზის პროფილაქტიკისათვის „სტრონგხოლდ 12%“-ს უნიშნავენ ცხოველებს ყოველ თვე, დაწყებული გამომწვევის გადამტანების ფრენის დასაწყისიდან – მოსკიტების/კოღოების და ამთავრებენ არა უადრეს ერთი თვისა მწერების ფრენის დასრულების შემდეგ. დიროფილირიოზის პროფილაქტიკისათვის სხვა პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, პრეპარატ „სტრონგხოლდ 12%“-ის გამოყენებას ატარებენ წინა პრეპარატის გამოყენებიდან ერთი თვის შემდეგ.
პრეპარატს იყენებენ ერთჯერადად: ტოქსოკაროზის, ოტოდექტოზის და ბალანჭამიებით დაზიანების შემთხვევაში.
სარკოპტოზის მკურნალობისთვის პრეპარატს იყენებენ ორჯერ ერთი თვის ინტერვალით.
უკუჩვენებები: არ გამოიყენება 6 კვირაზე პატარი ასაკის ცხოველებში, კახექსიურ და დაავადებულ ცხოველებზე.
სიფრთხილის ზომები: არ დაიტანოთ პრეპარატი სველ კანზე.
არ შეიძლება ცხოველთა დაბანა პრეპარატის დატანებიდან 2 საათის განმავლობაში
შენახვის პირობები:
მშრალი ადგილი 10-დან 30 º С-მდე ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.