ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აქტიური და სხვა ნივთიერებების შემცველობა
1 პაკეტი (2.8გ) შეიცავს:აქტიური ნივთიერებები
სტრემტომიცინ სულფატი 1 000 000 IU
ფტალილსულფათიაზოლუმი 1.0გ
სამკურნალო ფორმა: პერორალურად მისაღები ფხვნილი
ჩვენება: პროდუქტის შემცველი აქტიური ნივთიერებებისადმი მგრძნობიარე პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციურ დაავადებათა, დიარეისა და დიზენტერიის მკურნალობა ხბოებში, პერორალური მკურნალობა სტრეპტომიცინის პირველი ინექციის შემდეგ.
სამიზნე სახეობები: ცხენი, კვიცი, ხბო, გოჭი, ძაღლი
გამოყენების წესი: ცხენი: 2-3 პაკეტი ორჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში
კვიცი, ხბო: 1 პაკეტი ორჯერ დღეში 4-5 დღის განმავლობაში
გოჭი: ½-1/3 პაკეტი ორჯერ დღეში 3-5 დღის განმავლობაში
ძაღლი: ½-1 პაკეტი ორჯერ დღეში 4-5 დღის განმავლობაში
მაქსიმალური დღიური დოზა და მაქსიმალური მთლიანი დოზა
დღიური დოზა;
ცხენი: სტრეპტომიცინი 6 000 000 IUფტალილსულფათიაზოლი 6გ
კვიცი, ხბო: სტრეპტომიცინი 2 000 000 IUფტალილსულფათიაზოლი 2გ
გოჭი: სტრეპტომიცინი 1 000 000 IUფტალილსულფათიაზოლი 1გ
ძაღლი: სტრეპტომიცინი 1 000 000 IU-2 000 000 IUფტალილსულფათიაზოლი 1გ -2გ
მაქსიმალური მთლიანი დოზა
ცხენი: სტრეპტომიცინი 18 000 000 IU ფტალილსულფათიაზოლი 18გ
კვიცი, ხბო: სტრეპტომიცინი 10 000 000 IUფტალილსულფათიაზოლი 10გ
გოჭი: სტრეპტომიცინი 5 000 000 IUფტალილსულფათიაზოლი 5გ
ძაღლი: სტრეპტომიცინი 5 000 000 IU-10 000 000 IUფტალილსულფათიაზოლი 5გ -10გ
პერორალურად, წყალში ან საკვებთან ერთად. ინიშნება ინდივიდუალურად. პრეპარატის შერევა ხდება მცირე ოდენობის საკვებთან ან წყალთან საჭმლის მიღებამდე. სრული უმადობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბურთულას ან ტკბილი ფორმის სახით.
გვერდითი ეფექტი: არ არის ცნობილი.
დაყოვნების პერიოდი: ხბოს ხორცი-15 დღე. ნუ გამოიყენებთ ცხენებისთვის, რომელთა
ხორცი გამიზნულია ადამიანთა მოხმარებისთვის.
შენახვის პირობები: შეინახეთ 25°C ტემპერატურის პირობებში,მშრალ ადგილას. დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: პაკეტი 5 х 2,8გ.

