დეტალური აღწერა

სერგონი PG 400/200 სე

შემადგენლობა:

1 დოზა თეთრი ან მოთეთრო ფერის ლიოფილიზატი საინექციო ხსნარისთვის გამხსნელთან ერთად (2 მლ აღდგენის შემდეგ) შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებებს:

მაკე ცხენის შრატის გონადოტროპინი  – 400 სე

ქორიონული გონადოტროპინი – 200 სე

დამხმარე ნივთიერებები.

ჩვენება: ანესტრუსი, მძუვნობის გამოწვევა და სინქრონიზაცია დედა ღორებსა და დედალ გოჭებში.

სამიზნე ჯიშები: დედა ღორები და დედალი გოჭები.

გამოყენების წესი და დოზირება:

ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზების შეფუთვისთვის: გადაიტანეთ გამხსნელის ფლაკონის შიგთავსი ლიოფილიზირებული ნივთიერების ფლაკონში. მოურიეთ გაზავებამდე. შეიყვანეთ ერთი დოზა (2 მლ) კუნთში ან კანქვეშ ყურის უკან.

გამოყენების სქემა:

 

ცხოველთა სახეობა

ჩვენება შეყვანის დრო
ნეზვი ციკლის დაწყება 0-2 დღე გოჭების ძუძუდან მოშორების შემდეგ
გოჭების რაოდენობის მოსამატებლად 0-2 დღე გოჭების ძუძუდან მოშორების შემდეგ
ანესტრუსი/სუბესტრუსი გოჭების ძუძუდან მოშორებიდან დაახლოებით მე-10 დღეს
 გოჭები ანესტრუსი/სუბესტრუსი 8-10 თვის ასაკი
მძუვნობის გამოწვევა 5.5-6.5 თვის ასაკში ან 85-100 კგ წონისას.  გოჭების განაყოფიერება შეიძლება პრეპარატის შეყვანიდან პირველი მძუვნობის დროს. გოჭების რაოდენობის მომატება მოსალოდნელია, თუ განაყოფიერება ჩატარდა მხოლოდ პრეპარატის შეყვანიდან მეორე მძუვნობის დროს.

შესაყვანი ხსნარის მომზადება: ლიოფილიზატი იხსნება გამხსნელის მცირე მოცულობაში გაზავებისას, ხოლო გამხსნელის დანარჩენი ნაწილი ემატება გაზავების შემდეგ.

გვერდითი რეაქციები

ანაფილაქტოიდური რეაქციები შემცირებულია მინიმუმამდე.

უკუჩვენებები

ცნობილი არ არის.

ლოდინის პერიოდი

არ არის.

შენახვის პირობები:შეინახეთ მაცივარში (2˚C-8˚C). დაიცავით სინათლისგან.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

დანიშნულების შესაბამისად განზავებისა და აღდგენის შემდეგ შენახვის ვადა: 12 საათი.

შეფუთვა: 5 x 5დოზა + 5 x 10 მლ გამხსნელი.