დეტალური აღწერა

პროფიმილქ “ლაქტომედიუმი“ 21-60 დღის ასაკის  ხბოებისთვის

შემადგენლობა: მოუხდელი რძის შემცვლელი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“ დამზადებულია რძის ინგრედიენტებისგან, მცენარეული ცილებისა და ცხიმების დამატებით, გამდიდრებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაბალანსებული კომპლექსით (ვიტამინებით, მაკროელემენტებითა და მიკროელემენტებით), პრებიოტიკური კომპლექსით, გემოვნებითი და არომატული ნივთიერებებით, რომლებიც ზრდის ცხოველების მადას.

არ შეიცავს კონსერვანტებს, სტაბილიზატორებს, ანტიბიოტიკებს და გმო-ს.

ხარისხის მაჩვენებლები:

გაცვლის ენერგია – 17.22 მჯ
ნედლი ცილის მასობრივი წილი – 25.7%
ნედლი ზეთის მასობრივი წილი – 12.9%
ნახშირწყლების მასობრივი წილი – 48.1%
ნედლი ბოჭკოს მასობრივი  წილი – 3.2%
ვიტამინი A – 50.000 სე
ვიტამინი D3 – MO 10000
ვიტამინი E – 112 მგ

გამოყენება: მოუხდელი  რძის შემცვლელი გამოიყენება ხბოების გამოსაკვებად 21 დღის ასაკიდან, ეტაპობრივად ანაცვლებს მოუხდელ  რძეს ან  „პროფიმილქ ლაქტოსტარტს“

„პროფიმილქ ლაქტომედიუმი“-ით 5 დღის განმავლობაში, მიჩვევის რეკომენდებული სქემის შესაბამისად.

     რძის შემცვლელთან მიჩვევის რეკომენდირებული სქემა:

21  დღის ასაკიდან დილა საღამო
1 დღე 2,5ლ მოუხდელი რძე+0,5ლ აღდგენილი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“ 2,5ლ მოუხდელი რძე+0,5ლ აღდგენილი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“
2დღე 2,0ლ მოუხდელი რძე+1,0ლ აღდგენილი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“ 2,0ლ მოუხდელი რძე+1,0ლ აღდგენილი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“
3 დღე 1,5ლ მოუხდელი რძე+1,5ლ აღდგენილი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“ 1,5ლ მოუხდელი რძე+1,5ლ აღდგენილი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“
4 დღე 1,0ლ მოუხდელი რძე+2,0ლ აღდგენილი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“ 1,0ლ მოუხდელი რძე+2,0ლ აღდგენილი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“
5დღე 0,5ლ მოუხდელი რძე+2,5ლ აღდგენილი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“ აღდგენილი „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“

„პროფიმილქ ლაქტომედიუმი“ მზადდება უშუალოდ გამოყენებამდე სუფთა რძის კონტეინერში. მთლიანი რძის მშრალი შემცვლელის საჭირო რაოდენობა უნდა განზავდეს ცხელი წყლით (65-700C) პროპორციით – 1 კგ „პროფიმილქ ლაქტომედიუმი“ 10-12 ლიტრ წყალზე. განზავება ხდება ორ ეტაპად: რძის შემცვლელის განსაზღვრულ რაოდენობას დაამატეთ საჭირო რაოდენობის წყლის ნახევარი და კარგად აურიეთ, შემდეგ დაამატეთ წყლის მეორე ნახევარი და კვლავ აურიეთ. მომზადებული ნარევი უნდა გაგრილდეს 38-40°C ტემპერატურამდე და გამოყენებულ იქნას  ხბოების გამოსაკვებად.

უპირატესობანი:

  • გამორიცხავს ინფექციის რისკს, გამოწვეულს იმ პათოგენებით, რომლებიც გადაეცემა ხბოებს გამოკვების დროს, რაც უზრუნველყოფს შესანიშნავ ჯანმრთელობას;
  • უზრუნველყოფს ეკონომიკურ უპირატესობას – 80%-მდე ნატურალური რძის დაზოგვის შესაძლებლობას;
  • შეიცავს ყველა საჭირო კომპონენტს მზარდი ორგანიზმის სრულყოფილი განვითარებისათვის დაბალანსებული და მუდმივი შემადგენლობით;
  • ასტიმულირებს ჯირკვლოვანი კუჭის განვითარებას ცხოველების საკვებ რაციონში ადრეულ ეტაპზე მცენარეული ბოჭკოების შეტანის ხარჯზე,რაც მნიშვნელოვანია მოცულობითი უხეში საკვების შემდგომი მიღებისთვის;
  • უზრუნველყოფს მაღალ საშუალო დღიურ მატებას;
  • მუდმივად ახალი და ყოველთვის მაღალიხარისხის პროდუქტი.

           შენახვის პირობები: მშრალ, ბნელ შენობაში სხვა ზედმეტი სუნის გარეშე, 5 ° -დან  25 ° С-მდე, ჰაერის ტენიანობა არანაკლებ 75%.

ვარგისიანობის ვადა: 6 თვე.

გამოშვების ფორმა:    10 კგ-იანი ქაღალდის ტომრები და 1 კგ-იანი პოლიეთილენის ტომრები.