ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახეობები:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ქსილაზინი (როგორც ქსილაზინის ჰიდროქლორიდი)20 მგ

დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბინი (E 218)           1.0 მგ

ჩვენება: სედაცია სამედიცინო კვლევის ჩატარებამდე ან არა მტკივნეული პროცედურები (გადაყვანა, აწონვა, რენტგენი, გაპობილი ჩლიქის მკურნალობა, დიდი ცხოველის ყელიდან უცხო სხეულის ამოღება, და ა.შ.).

ფარმაკოლოგიური თვისებები: რომეტარს ახასიათებს პოტენციალური ანალგეზიური მოქმედება, რომელსაც მოჰყვება დომინანტური სედატიური მოქმედება.

სამიზნე სახეობები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ძაღლები, კატები, ზოოპარკის ცხოველები (წითელი ირემი, შველი, ირემლაღი).

დოზირება და შეყვანის მეთოდები:

დოზირება დამოკიდებულია ცხოველის სახეობაზე, შეყვანის მეთოდზე და ეფექტის საჭირო სიღრმეზე. ქსილაზინის ეფექტი შესაძლოა გაზრდილ იქნას საწყისი დოზის ერთი მესამედიდან ერთ მეორედამდე ხელახალი შეყვანით.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: სასურველია კუნთში შეყვანა. თუ გამოიყენება ინტრავენური შეყვანა, ინტრამუსკულარული დოზა მცირდება ერთი მესამედიდან ერთ მეორედამდე და გამოიყენება ნელი ინექცია.  ინტრამუსკულარული დოზა დამოკიდებულია ეფექტის სასურველ ინტენსივობაზე.

დოზა 1: 0.25 მლ რომეტარი/100 კგ ცოცხალი წონა, ინტრამუსკულარულად – სედაცია ცხოველის დასამშვიდებლად და მცირე პროცედურების დროს ადგილობრივი ანესთეზიით.

დოზა 2: 0.5 მლ რომეტარი/100 კგ ცოცხალი წონა, ინტრამუსკულარულად – საშუალო სედაცია, სუსტი რელაქსაცია და ანალგეზია. დასაშვებია პაციენტის ყოფნა მწოლიარე მდგომარეობაში.

დოზა 3: 1 მლ რომეტარი/100 კგ ცოცხალი წონა, ინტრამუსკულარულად: ძალიან ძლიერი სედაცია, CNS-ს შესამჩნევი დეპრესიით, ხანგრძლივი მიორელაქსაციით და საშუალო ანალგეზიით, რაც შესაფერისია მწოლიარე პაციენტზე უმეტესი ოპერაციების ჩასატარებლად (ადგილობრივი ანესთეზია შესაძლოა გამოყენებული იყოს დამატებით, საჭიროებისამებრ).

დოზა 4: 1.5 მლ  რომეტარი/100 კგ ცოცხალი წონა, ინტრამუსკულარულად – იწვევს სრულ ანესთეზიას, ხსენებული გვერდითი ეფექტებით (ბრადიპნოეა, ბრადიკარდია, მეტეორიზმი, ნერწყვის გამოყოფა). აღნიშნული დოზა გამოიყენება იშვიათად.

რომეტარის სედატიური ეფექტი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში დამოკიდებულია დოზასა და შეყვანის მეთოდზე, 5-10 წუთში ინტრამუსკულარული შეყვანით და 1-3 წუთში ინტრავენური შეყვანით, და გრძელდება 30 წუთიდან რამოდენიმე საათამდე პერიოდის განმავლობაში. ანალგეზია და მიორელაქსაცია გრძელდება 45-90 წუთი.

ძაღლი: სედაციისთვის: 1-3 მგ ქსილაზინი ცოცხალი წონის 1 კგ-ზე (ანუ 0.05-.15 მლ რომეტარი ცოცხალი წონის 1 კგ-ზე) ინტრამუსკულარულად შემდეგი 24 სთ შიმშილი და პრემედიკაცია ატროპინის 0.05 მგ ცოცხალი წონის 1 კგ-ზე. ქვედა საზღვარს მიახლოებული დოზები გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც არიან ხანდაზმულები, ჭარბწონიანები, შესამჩნევი წონითა და ცუდი ჯანმრთელობით. მეტეორიზმი შესაძლოა განვითარდეს დიდი ჯიშის ძაღლებში (დანიური ძაღლი, მასტიფი, ბასეტი). ადგილობრივ და სისტემატურ საინექციო და საინჰალაციო ანესთეტიკებთან კომბინაციაში გამოიყენება მტკივნეული გამოკვლევების, მკურნალობისა და ოპერაციის დროს. კომბინაციაში გამოყენებისას რომეტარის დოზები, ისევე როგორც ანესთეტიკები უნდა იყოს შემცირებული ერთი-მეორედიდან ერთ-მესამედამდე.

კატა: სედაციისთვის: 1-2 მგ ქსილაზინი ცოცხალი წონის 1 კგ-ზე (ანუ, 0.05-0.1 მლ რომეტარი/100 კგ ცოცხალ წონაზე) სუბკორტიკურად ან ინტრამუსკულარულად (ზედა ზღვართან მიახლოებული დოზები გამოიწვევს დეპრესიას) 24-36 საათამდე შიმშილის და ატროპინით პრემედიკაციის შემდეგ (შიმშილობა და პრემედიკაცია არ უნდა იქნას გამოტოვებული). ეფექტის საწყის ეტაპზე ღებინება ან ღებინების შეგრძნება ხშირია.

წითელი ირემი: ქსილაზინის ცოცხალი წონის 1 კგ-ზე ინტრამუსკულარული შეყვანა (ანუ 0.05-0.1 მლ რომეტარი ცოცხალი წონის 1 კგ-ზე) მოიცავს ძლიერ სედაციას 10-15 წუთში. ქსილაზინის 3-4 მგ ცოცხალი წონის 1 კგ-ზე დოზა ინტრამუსკულარულად გამოიწვევს ცხოველის იმობილიზაციას 40-60 წუთის განმავლობაში.

შველი: შველი უკიდურესად მგრძნობიარეა ქსილაზინის მიმართ. ქსილაზინის 0.5-1 მგ ცოცხალი წონის 1 კგ-ზე დოზა (ანუ 0.025-0.05 მლ რომეტერი ცოცხალი წონის 1 კგ-ზე) ინტრამუსკულარულად იწვევს ღრმა სედაციას და ხშირად ასევე იმობილიზაციას. იმობილიზაცია მიღებული იქნება ქსილაზინის 1.5-2 მგ ცოცხალი წონის 1 კგ-ზე დოზით, ინტრამუსკულარულად.

ირემლაღი, მუფლონი: ირემლაღი უფრო გამძლეა ქსილაზინის მიმართ და ამიტომ ცოცხალი წონის 1 კგ-ზე 6-10 მგ ქსილაზინის დოზა (ანუ 0.3-0.5 მლ რომეტერი ცოცხალი წონის 1 კგ-ზე) ინტრამუსკულარულად, შესაძლოა გამოყენებული იქნას პაციენტის იმობილიზაციისთვის.

გვერდითი მოვლენები: ზედმეტი დოზის მიღების შემთხვევაში, რაც იწვევ ბრადიპნოეას ან აპნოეას, გამოიყენეთ ქსილაზინის ანტაგონისტები, ანუ, იოჰიმბინი 0.1-0.2 მგ ცოცხალი წონის 1 კგ-ზე და ტოლაზოლინის 1.5 მგ ცოცხალი წონის 1 კგ-ზე.

უკუჩვენებები: შაქრიანი დიაბეტი და ღებინების გამომწვევი დაავადებები წარმოადგენს უკუჩვენებებს ძაღლებსა და კატებში.

დაყოვნების პერიოდი: ხორცი: 1 დღე.

რძე: ამოღების პერიოდი არ არსებობს.

შენახვის ვადა:2 წელი. შენახვის ვადა შეფუთვის პირველი გახსნიდან: 28 დღე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 25oC-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.

შემადგენლობა: 1 მლ შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: ქსილაზინი (როგორც ქსილაზინის ჰიდროქლორიდი)20 მგ ; დამხმარე ნივთიერებები: მეთილპარაბინი (E 218)    1.0 მგ

შეფუთვის ფორმა: 50 მლ შუშის ფლაკონები.

მსგავსი პროდუქტები