ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
როლფკლუბი 3D საყელური
პოლიმერული ლენტა ძაღლებისთვის
შემადგენლობა: ფიპრონილი-5%, დ – ციფენოტრინი-5%, პირიპროკსიფენი-2% და დამხმარე ნივთიერებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები: როლფკლუბი 3D საყელური ძაღლებისთვის მიეკუთვნება კომბინირებულ ინსექტიციდურ ვრტრრინარულ პრეპარატებს.
ფიპრონილის, დ – ციფენოტრინის და პირიპროკსიფენის კომბინაცია განაპირობებს მისი ინსექტოაკარიციდული მოქმედების ფართო სპექტრს ძაღლზე მობინადრე რწყილების, ტილების, ტკიპების, ბალანჭამიების სქესობრივად მომწიფებული და მოუმწიფებელი ფაზებში, აგრეთვე იცავს კოღოებისა და მოსკიტებისგან.
მომქმედი ნივთიერებები თანდათან გამოიყოფიან ლენტის ზედაპირიდან ცხოველის კანთან შეხებისას, მაგრამ არ შეიწოვებიან სისხლის ნაკადში, გროვდებიან ცხოველის კანისა და ბეწვის საფარველში, ეპიდერმისში, ბეწვის ძირებში და ცხიმოვან ჯირკვლებში და ამით ახდენენ ხანგრძლივ ინსექტოაკარიციდულ და რეპელენტურ მოქმედებას.
ჩვენებები: როლფკლუბი 3D საყელური ძაღლებისთვის გამოიყენება რწყილების, ტილების, ტკიპების მიერ გამოწვეული არაქნოენტომოზების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე ტრანსმისიული დაავადებების (ბაბეზიოზი, ბორელიოზი, დიროფილარიოზი) პროფილაქტიკისთვის.
გამოყენების წესი: შეფუთვის გახსნის შემდეგ უნდა გაიშალოს ლენტა, უკეთდება ცხოველს კისერზე ისე, რომ ცხოველის კისერსა და ლენტს შორის დარჩეს 1-1,5სმ, შემდეგ მაგრდება ფიქსატორით და ზედმეტი ლენტა მოიჭრება.
საყელურის განუწყვეტელი ხმარება უზრუნველყოფს ძაღლს რწყილების, ტილების, ტკიპების და ბალნიჭამიისგან 6 თვიან დაცვას, სისხლისმწოველი მწერებისგან კი 5 დღის მანძილზე.
ჭუჭყიან ძაღლებს საყელურის გაკეთებამდე ბანენ და ძლიერი დაინვაზირების შემთხვევაში ამუშავებენ ინსექტოაკარიციდული პრეპარატით, საყელურს უკეთებენ უკვე გასუფთავებულ და გამშრალ ძაღლს.
როლფკლუბი 3D საყელური ძაღლებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს პარაზიტების აქტივობის მთელი სეზონის განმავლობაში განუწყვეტლივ. საყელურის ხმარების რეჟიმის დარღვევა იწვევს მისი ეფექტურობის შესუსტებას.
გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება თუ საყელური გამოყენებული იქნება ინსტრუქციის შესაბამისად. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია კანის გაწითლება და ქავილი, რომელიც თავისთავად გაივლის.
უკუჩვენება: არ შეიძლება 3 თვეზე ადრე ლეკვებში გამოყენება.
მაკე და მეძუძურ ძაღლებში გამოყენება შესაძლებელია ვეტერინართან კონსულტაციის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება შეფუთულ მდგომარეობაში, მზისგან დაცულ ადგილას, 00-დან 300 ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა: უშვებენ დიდი ძაღლებისთვის-75სმ, საშუალო ჯიშის ძაღლებისთვის-65სმ და პატარა ჯიშის ძაღლებისთვის-40 სმ ინდივიდუალურ, ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პაკეტებში.