ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

როლფკლუბი 3D საყელური

პოლიმერული ლენტა კატებისთვის

შემადგენლობა: ფიპრონილი-5%, ეთოფენპროქსი -5%, პირიპროკსიფენი-2% და დამხმარე ნივთიერებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები: როლფკლუბი 3D საყელური კატებისთვის მიეკუთვნება კომბინირებულ ინსექტიციდურ ვრტრრინარულ პრეპარატებს.

ფიპრონილის, ეთოფენპროქსი და პირიპროკსიფენის კომბინაცია განაპირობებს მისი ინსექტოაკარიციდული მოქმედების ფართო სპექტრს კატაზე მობინადრე რწყილების, ტილების, ტკიპების, ბალანჭამიების  სქესობრივად მომწიფებული და მოუმწიფებელი ფაზებში, აგრეთვე იცავს კოღოებისა და მოსკიტებისგან.

მომქმედი ნივთიერებები თანდათან გამოიყოფიან ლენტის ზედაპირიდან ცხოველის კანთან შეხებისას, მაგრამ არ შეიწოვებიან  სისხლის ნაკადში, გროვდებიან ცხოველის კანისა და ბეწვის საფარველში, ეპიდერმისში, ბეწვის ძირებში და ცხიმოვან ჯირკვლებში და ამით ახდენენ ხანგრძლივ ინსექტოაკარიციდულ და რეპელენტურ მოქმედებას.

ჩვენებები: როლფკლუბი 3D საყელური კატებისთვის გამოიყენება რწყილების, ტილების, ტკიპების  მიერ გამოწვეული ენტომოზების  სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, იცავს კატას სისხლისმწოველი მწერების თავდასხმისგან და დიროფილარიოზის პროფილაქტიკისთვის.

გამოყენების წესი:   შეფუთვის გახსნის შემდეგ უნდა გაიშალოს ლენტა, უკეთდება ცხოველს კისერზე ისე, რომ ცხოველის კისერსა და ლენტს შორის დარჩეს 1-1,5სმ, შემდეგ მაგრდება ფიქსატორით და ზედმეტი ლენტა მოიჭრება.

საყელურის განუწყვეტელი ხმარება უზრუნველყოფს ძაღლს რწყილების, ტილების, ტკიპების  და ბალნიჭამიისგან 8 თვიან დაცვას, სისხლისმწოველი მწერებისგან კი 7 დღის მანძილზე.

ჭუჭყიან კატებს საყელურის გაკეთებამდე ბანენ და ძლიერი დაინვაზირების შემთხვევაში ამუშავებენ ინსექტოაკარიციდული პრეპარატით, საყელურს უკეთებენ უკვე გასუფთავებულ და გამშრალ კატას.

როლფკლუბი 3D საყელური კატებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს პარაზიტების აქტივობის მთელი სეზონის განმავლობაში განუწყვეტლივ. საყელურის ხმარების რეჟიმის დარღვევა იწვევს მისი ეფექტურობის შესუსტებას.

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება თუ საყელური გამოყენებული იქნება ინსტრუქციის შესაბამისად.

უკუჩვენება:  არ შეიძლება  3 თვეზე ადრე კნუტებში გამოყენება.

მაკე და მეძუძურ კატებში გამოყენება შესაძლებელია ვეტერინართან კონსულტაციის შემდეგ.

შენახვის პირობები:  ინახება შეფუთულ მდგომარეობაში, მზისგან დაცულ ადგილას, 00-დან 300 ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

გამოშვების ფორმა:  უშვებენ 40 სმ საყელურს ინდივიდუალურ, ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პაკეტებში.