დეტალური აღწერა

შემადგენლობა:   1,0 მლ პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:

0,1 გ ენროფლოქსაცინს (enrofloxacin),

1000000 სე კოლისტინის სულფატს (colistin sulfate).

ფარმაკოლოგიური თვისებებიპრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ენროფლოქსაცინისა და კოლისტინის სულფატის კომბინაციას ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი აქვს გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების, მათ შორის, Enterobacter spp., Escherichia coli, Salmonella spp., Pasteurella spp., Bordetella bronchiseptica., Proteus spp., Leptospira spp., Haemophilus spp., ასევე Mycoplasma spp., Chlamydia spp., Ricketsia spp. მიმართ

ჩვენებები: პრეპარატს იყენებენ კოლიბაქტერიოზით, პასტერელოზით, სალმონელოზით, მიკოპლაზმოზით, სტაფილოკოკოზით, შერეული ინფექციებით, ვირუსული დაავადებების ბაქტერიული გართულებებით დასნებოვნებული წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორების სამკურნალოდ.

გამოყენების წესი  და დოზირება: პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში ან კანქვეშ, დღეში ერთხელ, 3-5 დღის განმავლობაში.

ყველა სახეობის ცხოველისთვის პრეპარატის დოზა შეადგენს 0,05 მლ/კგ ცხოველის მასაზე.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში უნიშნავენ ანტიჰისტამინურ საშუალებებს (დიმედროლს, პიპოლფენს) და კალციუმის პრეპარატებს (კალციუმის გლუკონატს ან კალციუმის ქლორიდს).

უკუჩვენებები: დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება მაკროლიდების, ტეტრაციკლინების, ამფენიკოლის ჯგუფების ანტიბიოტიკებთან, ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდულ საშუალებებთან ერთად.

ლოდინის პერიოდი:      ხორცი 8 დღე.

შენახვის პირობები: სინათლისა და ტენისგან დაცულ ადგილას, პლუს 10°C-დან პლუს 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

შენახვის ვადა: 2 წელი,

პირველი გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: 50 და 100 მლ შუშის ფლაკონები.