ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: ძირითადი მოქმედი ნივთიერება – ბროდიფაკუმი 0,25%; ბიტრექსი (სიმწარე); წითელი ან ყვითელი საღებავი პრეპარატში ბიტრექსის (სიმწარის) არსებობა იცავს შინაურ ცხოველებს და ადამიანს მოწამვლისაგან.
გამოიყენება:
ნაცრისფერი (რუხი) ვირთაგვების
ბინის თაგვების
გასაჟლეტი მისატყუარის მოსამზადებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ბროდიფაკუმის ფუძეზე დამზადებულ მისატყუარს გააჩნია მაღალი ბიოლოგიური აქტივობა რუხი ვირთაგვების და ბინის თაგვების მიმართ.
მოწამლული მისატყუარის მომზადება:
მისატყუარის მოსამზადებლად კონცენტრატს (მოქმედი ნივთიერებას ბროდიფაკუმის საბოლოო კონცენტრაციის 0,005%ის მისაღებად) ურევენ ნებისმიერ ხარისხიან საკვებს (ნებისმიერი მარცვალი ან მათი ღერღილი)
მოქმედი ნივთიერების აღნიშნული კონცენტრაცია მიიღწევა 20 მლ კონცენტრატის 1 კგ საკვებში შერევით
მღრღნელების მოსაზიდად ნარევს უმატებენ სხვადასხვა ნივთიერებებს, ძირითადად, მზესუმზირის ზეთს.
მზა მისატყუარი ლაგდება:
მღრღნელების ბინადრობის და მათი არსებობის ნიშნების გამოვლენის (სოროები, დაღრღნილი საგნები, ცურცლი) ადგილებში
მისატყუარის განლაგების წესი:
მზა მისატყუარს ყრიან მცირე ზომის ჭურჭელში ან სადებზე (ქაღალდის ფურცლები, მუყაო, ქაღალდის ან პლასტიკური თეფშები და სხვ.)
მისატყუარის მომზადება და განლაგება უნდა მოხდეს სუფთა ჭურჭელში ერთჯერადი ხელთათმანებით ან პაკეტებით
ყოველი პროცედურის შემდეგ ხელები უნდა დავიბანოთ საპნით
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ქარხნულ შეფუთვაში, დაცულ, მშრალ, გრილ და იზოლირებულ ადგილას (სპეციალურ კარადაში საკეტით ან სეიფში); არ შეიძლება პრეპარატის სხვა საშუალებებთან და საკვებთან ერთად შენახვა.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის ფორმა: კონცენტრატი ჩამოსხმულია 1, 3, 5 და 10 ლ ბოთლებში.

