ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1 გრ. პრეპარატში შედის (მგ): გვირილის ყვავილის ექსტრაქტი – 10, წაულას ქონი – 50, პროპოლისი – 10, თაფლის სანთელი – 30, ფიჭვის ფისი – 30, დამხმარე ნივთიერებები: პროპილპარაბენი, პოლიეთილენგლიკოლი, ვაზელინის ზეთი, ვაზელინი
ჩვენება:გამოიყენება:
• მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის
• ცხენის
• ცხვრის
• თხის
• ღორის
• ძაღლის
• კურდღლის
შემდეგი დაზიანებების სამკურნალოდ:
დახეთქილი კანი,ნაკაწრები, მექანიკური დაზიანებები, აბსცესები, ასეპტიკური დაინფიცირებული ჭრილობები, დახეთქილი ცური, ცურის ნაკვეთი ჭრილობები, მასტიტები, ტრავმული მიოზიტი, ტრავმული დერმატიტი, სახსრების, თათების, ჩლიქების მწვავე ასეპტიკური ანთებები, მშრალი ეგზემა, ფსოროპტოზი, ოტოდექტოზი, ნაკაწრები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჟივოსეპტის მალამოს გააჩნია გამოხატული ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, მატონიზირებელი, დამარბილებელი, ადგილობრივ ტკივილ¬გამაყუჩებელი და რეგენერირების უნარი.
აღნიშნული თვისებები ხელს უწყობს დაზიანებების სწრაფ აღდგენას, მათ შორის ჭრილობების სწრაფად შეხორცებას.
გამოყენების წესი და დოზები:
მალამო მსუბუქი შეზელვით თხელ ფენად ედება დაზიანებულ ადგილას, 2–3-ჯერ დღეში;
ჭრილობაზე მალამოს წასმის შემდეგ ადებენ მარლის ნახვევს;
დაზიანების უხერხულ ადგილას არსებობისას (მარლის საფენის საფიქსაციოდ) ხმარობენ ლეიკოპლასტირს ან მწებავ ლენტებს.
უკუჩვენებები: არ შეიძლება სხვა პრეპარატებთან შერევა.
გვერდით მოვლენები: წვრილ ცხოველებს (ძირითადად ხორცისმჭამელებს) აღენიშნებათ ალერგიული რეაქცია (ქავილი, შეწითლება), რომელიც ქრება გამოყენების შეწყვეტიდან 2–3 დღეში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 20C–150C¬ზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის ფორმა: 20 გრ პოლიმერის ქილა.

