ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
პულმომაგი
შემადგენლობა: პულმამაგი® 1 მლ მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს აზითრომიცინის დიჰიდრატს (აზითრომიცინზე გაანგარიშებით) – 200 მგ, მელოქსიკამს – 2 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პულმამაგი® არის კომპლექსური სამკურნალო პრეპარატი, რომელიც შეიცავს ფართო სპექტრის მოქმედების ბაქტერიოსტატულ ანტიბიოტიკს მაკროლიდური აზალიდების ჯგუფიდან და მელოქსიკამს, რომელიც მიეკუთვნება ოქსიკამების ჯგუფის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, ასევე ღორებსა და ძაღლებისთვის სასუნთქი გზების, საჭმლის მომნელებელი სისტემისა და შარდსასქესო სისტემის ბაქტერიული ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ანთებითი პროცესები და გამოწვეულია აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
პრეპარატი გამოიყენება ნეკრობაქტერიოზის, ღორის წითელი ქარის, სპიროქეტოზის და მიკოპლაზმური ინფექციების სამკურნალოდ, ასევე სიცხის დამწევი საშალებების სახით ისეთი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ტემპერატურის მატება და დათრგუნული მდგომარეობა.
გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატს ათბობენ ცხოველის სხეულის ტემპერატურამდე და შეჰყავთ კუნთში. ინექციამდე პრეპარატის ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ ნაწილაკების თანაბრად განაწილების მიზნით.
დაავადების სიმძიმის მიხედვით პრეპარატს იყენებენ მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან პირუტყვში, ასევე ღორებსა და ძაღლებში ერთხელ დღე-ღამეში (24 საათიანი ინტერვალით) 3-4 დღის განმავლობაში დოზით 0.5 მლ ცხოველის მასის 20 კგ-ზე.
უკუჩვენება: პრეპარატის გამოყენება უკუჩვენებას იძლევა ლაქტაციის პერიოდი, თირკმელების და ღვიძლის უკმარისობა, ალერგიული დაავადებების მძიმე ფორმები და აზითრომიცინის, მელოქსიკამის და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების ინდივიდუალური შეუგუებლობა.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ცხოველებში ლაქტაციის პერიოდში. მაკე და ახალგაზრდა ცხოველებში პრეპარატი ინიშნება სიფრთხილის ზომების დაცვით ვეტერინარული ექიმის მეთვალყურეობით.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატ პულმამაგის® გამოყენებისას ცხოველებში გვერდითი მოვლენები და გართულებები, არ აღინიშნება. პრეპარატის შეყვანის ადგილზე შეიძლება აღინიშნოს ქსოვილების შეშუპება, რომელიც თვითნებურად სწრაფად გადის და არ საჭიროებს მკურნალობას.
ლოდინის პერიოდი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ღორების დაკვლა ხორცზე დასაშვებია სამკურნალო პრეპარატის ბოლო შეყვანიდან სულ მცირე 40 დღის შემდეგ, წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის – 35 დღის შემდეგ. ცხოველების ხორცი, რომლებიც იძულებით დაკლეს აღნიშნულ ვადამდე, თერმული დამუშავების შემდეგ შეიძლება გამოყენებული იქნას ბეწვიანი ნადირის საკვებად.
შენახვის ვადა: დაცვით სამკურნალო პრეპარატის ვარგისობის ვადა შეადგენს 3 წელს წარმოების დღიდან. ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება 7 დღის განმავლობაში, ასეპტიკის წესების დაცვისა და მაცივარში 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე შენახვის პირობით. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება მისი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
დაფასოება: დაფასოებულია 10 და 20 მლ მინის ფლაკონში რომლებიც დაფასოებულია მუყაოს კოლოფებში. თითოეულ სამომხმარებლო შეფუთვაში მოთავსებულია გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატს ინახავენ 5-250C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.