ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1 გრ პრეპარატი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას დელტამეტრინს – 0,5 მგ
დამხმარე ნივთიერებებს – ტალკს და კაოლინს
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა და ფრინველი
ჩვენება:
- მსხვილფეხა საქონელი:
- აკარიფორმული ტკიპები (Psoroptes bovis, Sarcoptes bovis, Chorioptes bovis, Demodex bovis);
- ბეწვიჭამიები (Bovicola bovis).
- ტილები (Haematopinus eurysternus, Linognathus vituli).
- ცხვარი, თხა:
- აკარიფორმული ტკიპები (Psoroptes ovis, Sarcoptes ovis, S. caprae, Chorioptes ovis, Ch. caprae).
- ბეწვიჭამიები (Bovicola ovis, B. caprae).
- ტილები (Linognathus ovilus, L. pedalis, L. caprae).
- ღორი:
- აკარიფორმული ტკიპები (Sarcoptes suis, Demodex phylloides);
- ტილები (Haematopinus suis).
- ცხენი:
- აკარიფორმული ტკიპები (Psoroptes equi, Sarcoptes equi, Chorioptes equi);
- ბეწვიჭამიები (Bovicola equi).
- ტილები (Haematopinus asini).
- ძაღლები, კატები:
- აკარიფორმული ტკიპები (Sarcoptes canis, Notoedres cati, Othodectes cynotis, Demodex canis, Cheyletiella jascuri, Ch Blakei).
- რწყილები (Ctenocephalides canis).
- ბეწვიჭამიები (Trichodectes canis).
- ტილები (Linognathus setosus).
- ფრინველი:
- აკარიფორმული ტკიპები (Knemidocoptes mutans, K. galinae, K. pilae).
- ბუმბულჭამიები (Menopon galinae, Menacanthus stramines, Lipeurus caponis, Goniodes hologaster)
გამოყენების წესი და დოზები:
გამოიყენება გარეგნულად კანზე მოსაყრელად.
- პრეპარატს თანაბრად ეფრქვევა ბეწვის ზედაპირზე და მსუბუქად შეეზილება კანში (უნდა ვერიდოთ ფხვნილის ლორწოვან გარსებზე მოხვედრას).
- პრეპარატის დოზა – 1 გრ ყოველ 5 კგ ცოცხალ წონაზე.
- ცხოველები მუშავდება ინდივიდუალურად.
- აკარიფორმული ტკიპების დროს პრეპარატის დოზა იზრდება სამჯერ. განმეორებით დამუშავება ხდება 12–14 დღის შემდეგ.
- ფრინველის დოზა 1–5 გრ ერთ ფრთაზე. ფრინველი მუშავდება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
- პრეპარატს ურევენ ქვიშაში და ყრიან ყუთში, სადაც ფრინველები „ბანაობენ“.
უკუჩვენებები: არ გამოიყენება დაავადებულ, ჯანდაგ და დასუსტებულ ცხოველებში.
არ გამოიყენება ლაქტაციის და მაკეობის დროს.
დაყოვნების პერიოდი: ხორცი 20 დღე, რძე და კვერცხი 5 დღე. იძულებით დაკვლის შემთხვევაში ხორცი საკვებად არ გამოიყენება.
გაფრთხილება: პრეპარატის გამოყენება ხდება რესპირატორით, რეზინის ხელთათმანებით და დამცავი სათვალეებით. პრეპარატის შემთხვევით მოხვედრისას კანზე ან ლორწოვან გარსებზე იგი სწრაფად უნდა ჩამოირეცხოს წყლით. სამუშაოს დამთავრების შემდეგ ხელს კარგად იბანენ საპნით. პრეპარატი ტოქსიკურია ფუტკრებისა და თევზებისათვის. პრეპარატი არ უნდა მოხვდეს წყალსატევებში.
შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ (ტენიანობა არა უმეტეს 70%) და იზოლირებულ ადგილას, 4–250C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
შეფუთვის ფორმა: 50 გრ პოლიმერის ფლაკონი.