დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 შპრიც-ტუბი (10 მლ) შეიცავს  მოქმედ ნივთიერებებს (მგ):

ცეფალექსინის მონოჰიდრატი                350;

გენტამიცინის სულფატი                          100.

ფარმაკოლოგიური თვისებები: პროფიმასტი – კომბინირებული ანტიმიკრობული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შედის: ცეფალექსინი და გენტამიცინი, რომლებიც მოქმედებენ გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე. კერძოდ: Streptococcus spp., Staphylococcus spp., E. coli, Pseudomonas aeruginosa, Klebsiella pneumoniae და სხვ.

ცეფალექსინი – ანტიბიოტიკია, რომელიც განეკუთვნება ცეფალოსპორინების ჯგუფს. მისი ანტიმიკრობული აქტივობა მდგომარეობს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვაში. ბაქტერიციდულად მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ (Е. coli, Klebsiella spp., Proteus spp., Pasteurella multocida, Salmonella spp., Serratia marcescens, Haemophilus somnus, Corynebacterium spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp., Clostridium spp., Fusobacterium spp., Prevotella spp., Actinobacillus spp., Erysipelothrix rhusiopathiae).

გენტამიცინი – ანტიბიოტიკია, რომელიც განეკუთვნება ამინოგლიკოზიდების ჯგუფს. ის აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდე (E. coli, Salmonella spp., Shigella spp., Enterobacter aerogenes, Klebsiella spp., некоторым видам Proteus spp. и Serratia spp., Pseudomonas aeruginosa, Pasteurella multocida, Staрhylococcus aureus, Serpulina hyodysenteriae, Mycoplasma spp.). გენტამიცინი ავლენს ანტიმიკრობულ მოქმედებას რიბოსომებში ცილის სინთეზის დამუხრუჭების გზით.

გამოყენება: ძროხების, თხების და ცხვრების ბაქტერიული ეტიოლოგიის სხვადასხვა ფორმის  მასტიტის  სამკურნალოდ ლაქტაციის პერიოდში.

დოზირება: ინტრაცისტერნალურად. ძროხებში შეყავთ ერთი შპრიც-ტუბის შიგთავსი სარძევე ჯირკვლის დაზიანებულ წილში, რომელსაც წინასწარ რეცხავენ, წველიან და უკეთებენ დეზინფექციას. პრეპარატის შეყვანის შემდეგ ატარებენ სარძევე ჯირკვლის დაზიანებული მეოთხედის მსუბუქ მასაჟს (ზემოდან ქვემოთ) მთელს ცისტერნაში მისი თანაბრად განაწილებისათვის. პრეპარატი განმეორებით შეყავთ 12-24 საათის შემდეგ.

ცხვრებში და  თხებში შეყავთ ერთი შპრიც-ტუბის შიგთავსის ნახევარი სარძევე ჯირკვლის დაზიანებულ წილში ზემოთ მოყვანილი სქემის თანახმად.

მკურნალობის კურსია 1,5-2 დღე-ღამე.

შეყვანის წინ შპრიც-ტუბს ათბობენ 35-38 °С ტემპერატურამდე წყლის აბაზანით და აქტიურად შეანჯღრევენ ერთგვაროვანი მასის მისაღებად.

ლოდინის პერიოდი: რძის მოხმარება ადამიანების საკვებად ნებადართულია პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 4 დღე-ღამის შემდეგ. აღნიშნულ ვადამდე მიღებულ რძეს უკეთებენ უტილიზებას ან აძლევენ საკვებად არაპროდუქტიულ ცხოველებს.

შენახვა: მშრალი, ბნელი, ბავშვებისათვის მიუდგომელი ადგილი 5 °С-დან 25 °С-მდე ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა – 3 წელი .

გამოშვების ფორმა: შპრიც-ტუბები 10 მლ-იანი, რომლებიც შეფუთულია 4 ცალად პოლიმერულ პაკეტში.