დეტალური აღწერა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას

ივერმექტინს – 10 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატის მოქმედი ნივთიერება – ივერმექტინი განეკუთვნება მაკროციკლური ლაქტონების ჯგუფს და გააჩნია პარაზიტების საწინააღმდეგო ფართო სპექტრის მოქმედება. ფარმაკოლოგიური მოქმედება ეფუძნება გამა-ამინოერბოსმჟავას  გამონთავისუფლების გაძლიერებას პრესინაფსურ ნეირონებში.

კანქვეშ შეყვანის შემდეგ პრეპარატს გააჩნია აბსორბციის ყველაზე მაღალი უნარი. ინვერმექტინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჟანგვითი პროცესების გზით, გამოიყოფა ძირითადად განავალთან ერთად. პრეპარატის 5%-ზე ნაკლები გამოიდევნება  შარდით.

გამოყენება

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის, ღორის, ძაღლის პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის  ინვაზიური დაავადებების დროს, რომლებსაც იწვევენ:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები Ostertagia ostertagi, Ostertagia lyrata, Trichostrongylus axei, Trichostrongylus columbriformis, Haemonchus placei (მესამე სტადიის ჭუპრების ჩათვლით), Nematodirus spp. (სქესობრივად მომწიფებული ფორმებ); ფილტვის ნემატოდებიDictyocaulus viviparus (ზრდასრულები და მეოთხე სტადიის ჭუპრები); ქავილის ტკიპები Sarcoptes bovis, Psoroptes bovis; ბუზები (ჭუპრების ფორმით) Hypoderma lineatum, H. bovis; ტილები Linognathus vituli, Haematopinus eurysternus, Solenopoles capillatus; ბალნისჭამიები Bovicola bovis;

ცხვარში და თხაში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები  Haemonchus contortus (სქესობრივად მომწიფებული  მესამე და მეოთხე სტადიების ჭუპრები), Trichostrongylus vitrinus (სქესობრივად მომწიფებული ფორმები), T. columbriformis (სქესობრივად მომწიფებული და მეოთხე სტადიის ჭუპრები), Nematodirus filicollis (სქესობრივად მომწიფებული და მეოთხე სტადიის ჭუპრები), Oesophagostomum colombianum, O. venulosum (სქესობრივად მომწიფებული), Charbetia ovina (სქესობრივად მომწიფებული), Trichuris ovis (სქესობრივად მომწიფებული); ფილტვის ნემატოდებიDictyocaulus filaria (ზრდასრული მეოთხე სტადიის ჭუპრები); Protostrongylus spp. (половозрелые); ქავილის ტკიპები Sarcoptes scabiei, Psoroptes communis (var. Ovis); ცხვირხახის ბუზი Oestrus ovis (ჭუპრის ყველა სტადია);

ღორში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები  Ascaris suum, Hyostrongylus rubidus ((სქესობრივად მომწიფებული და მეოთხე სტადიის ჭუპრებ), Oesophagostomum spp., Strongyloides ransomi (სქესობრივად მომწიფებული); ფილტვის ნემატოდები Metastrongylus spp. (სქესობრივად მომწიფებული);); ტილები Haematopinus suis; ქავილის ტკიპები Sarcoptes suis.

ძაღლებში: ნემატოდები  Dirofilaria immitis, D. repens, Toxascaris leonine, Toxocara canis, Uncinaria stenocephala, Ancylostoma caninum; ტკიპები Sarcoptes canis, Demodex canis, Otodectes cynotis; ტილები Linognathus setosus.

დოზირება

პრეპარატს იყენებენ ერთჯერადად მხოლოდ კანქვეშ

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვში:, ცხვარსა და თხაში: 1 მლ სხეულის მასის  50 კგ-ზე (0,2 მგ ივერმექტინი სხეულის მასის 1 კგ-ზე) შეყავთ ბეჭის უბანში;

ღორში: 1 მლ სხეულის მასის 33 კგ-ზე (0,3 მგ ივერმექტინი სხეულის მასის 1 კგ-ზე) შეყავთ კისრის შუა მიდამოში;

ძაღლში: 0,1-0,2 მლ სხეულის მასის 5 კგ-ზეа (0,2-0,4 მგ ივერმექტინი სხეულის მასის 1 კგ-ზე).

ლოდინის პერიოდი

ცხოველების დაკვლა სახორცედ ნებადართულია პრეპარატის ბოლო მიღებიდან 28 დღის შემდეგ.

შენახვა

მშრალი ბნელი, ბავშვებისათვის მიუდგომელი ადგილი 5 °-დან 25 ° С-მდე ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა – 3 წელი დამზადების თარიღიდან.

გამოშვების ფორმა

შუშის ფლაკონები 10, 50, 100 მლ.