დეტალური აღწერა

პრიუსი®
გარეგანი და შინაგანი ანტიპარაზიტული საშუალება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, საინექციო სტერილური ხსნარი.

შემადგენლობა:
დორამექტინი ………………………………………………………………… 1.00 გრ

ჩვენებები:
პრიუსი წარმოადგენს ანტიპარაზიტულ პრეპარატს, რომელიც მიეკუთვნება ენდექტოციდის ჯგუფს, ნაჩვენებია იმ პარაზიტებით გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ და კონტროლისთვის, რომლებიც აზიანებს მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს:

კუჭ-ნაწლავის პარაზიტები (მრგვალი ჭიები)
Ostertagia ostertagi: ზრდასრული L3, L4 (Ostertagia spp-ს ინჰიბირებული სტადიების ჩათვლით); Ostertagia lyrata: ზრდასრული და L4; Haemonchus placei: ზრდასრული L3 და L4; Trichostrongylus axei: ზრდასრული და L4; T. colubriformis: ზრდასრული და L4; T. longispicularis; Cooperia oncophora: ზრდასრული და L4; C. pectinata:, ზრდასრული L4; C. puntacta: ზრდასრული L4; C. surnabada (სინონიმი C. mcmasteri); Oesophagostomum radiatum: ზრდასრული, L3 და L4; Nematodirus helvetianus: ზრდასრული N. spathiger: ზრდასრული; Strongyloides papillosus: ზრდასრული; Bunostomum phlebotomum: ზრდასრული, L3 და L4; Trichuris spp; Thelazia spp

ფილტვის ჭიები:
Dictyocaulus viviparus: ზრდასრული, L4 და ინჰიბირებული სტადიები.

მატლები:
Dermatobia hominis, Hypoderma bovis

ტილები:
Linognathus vituli, Haematopinus eurysternus, Solenopotes capillatus.

მუნი:
Psoroptes ovis (სინონიმი P. comunis var. bovis); Sarcoptes scabiei var. bovis.

ხორცის ბუზი:
Cochliomya hominivorax.

ტკიპები:
Rhipicephalus microplus.

დოზა და გამოყენების წესი:

პრეპარატის შეყვანა ხდება მხოლოდ კანქვეშ ერთჯერადი დოზით.

ინექცია ხდება კისრის გვერდის შუა ნაწილში.

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 მლ-ს 50 კგ წონაზე.

დოზირებს ცხრილი:

წონა (კგ) დოზა (მლ) წონა (კგ) დოზა (მლ)
50-მდე 1 301-350 7
51-100 2 351-400 8
101-150 3 401-450 9
151-200 4 451-500 10
201-250 5 501-550 11
251-300 6 551-600 12

დოზირების გამეორება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ზუსტი მტკიცებულება მგრძნობიარე ეტიოლოგიური აგენტებით გამოწვეული პარაზიტული დაავადების შესახებ.

10 მლ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულია დოზის გაყოფა და ინექციის ორ ან მეტ ადგილას გაკეთება.

განსაკუთრებული მითითებანი:

პრეპარატი ინახება ბავშვებისგან და ცხოველებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ლოდინის  პერიოდი:

ხორცი: 70 დღე

რძე: არ გამოიყენება მეწველ ძროხებში, როდესაც რძე განკუთვნილია ადამიანის  მოხმარებისთვის.

გარდა ზემოთ აღწერილი შემთხვევისა, პროდუქტს არ აღენიშნება შეზღუდვები მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოსაყენებლად.

შენახვის პირობები:

არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით.

შეფუთვა: 50, 500 მლ.