დეტალური აღწერა

შემადგენლობა: 1 გრ შეიცავს მომქმედ ნივთიერებებს:

 

იოდოფორმი – 50 მგ

სტრეპტოციდი – 50 მგ

თუთიის ოქსიდი – 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტალკი, სახამებელი – 1 გრამამდე.

სამიზნე ცხოველები:  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა,  ღორი, ძაღლი და კატა

ჩვენება:

  • ინფიცირებული ჭრილობები
  • ოპერაციების შემდგომი ჭრილობები
  • წყლულები
  • გამონაყარი
  • სველი ეგზემა
  • დერმატიტები
  • ტენდოვაგინიტები
  • ფლეგმონა
  • ლიმფადენიტი
  • ძნელად შეხორცებადი ჭრილობები

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იოდოფორმი არის ძლიერ მოქმედი ფართო სპექტრის მქონე ანტისეპტიკი.

  • სინათლის, ქსოვილების სითხის, ქსოვილების და ატმოსფეროს ჟანგბადის ზემოქმედებით იოდოფორმი ნელ­ნელა იშლება და გამოიყოფა სუფთა იოდი.
  • იოდს გააჩნია ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო და სითხეების გამწოვი მოქმედება. ის ავლენს გრანულაციის და ჭრილობის გასუფთავების თვისებებს.
  • ჭრილობის ზედაპირზე წარმოიშობა იოდის ალბუმინატი, რასაც მოსდევს მბოჭავი და ანესთეზიური ქმედება. ნელდება რეცეპტორების გაღიზიანება.

სტრეპტოციდი მოქმედებს ბაქტერიოციდულად.

თუთიის ოქსიდი – აშრობს ჭრილობას.

მიღების წესი და დოზირება:

გამოიყენება გარეგნულად.

  • დოზა 1–2 გრ/5 სმ2 დაზიანებულ უბანზე და 2–4 სმ­ზე მის ირგვლივ.

დაზიანებების დამუშავება ხდება დღე­ღამეში 1–2­ჯერ.

პრეპარატის შეფრქვევამდე დაზიანებული უბნები უნდა გასუფთავდეს ბეწვისგან, ჭუჭყისგან, ექსუდატისგან, დანეკროზებული ქსოვილებისგან. პრეპარატი თხელ ფენად უნდა მოეფრქვეს დაზიანებულ უბნებზე.

განმეორებითი დამუშავება უნდა მოხდეს ქირურგიული მონაცემების საფუძველზე.

გვერდითი მოვლენები: დადგენილი არ არის.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

დაყოვნების პერიოდი: შეზღუდვები არ არის.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ და იზოლირებულ ადგილას, 4–350C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

შეფუთვის ფორმა:

  • 50გრ პოლიმერული ფლაკონი.
  • 1კგ პოლიმერული ტომარა.