ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახეობები:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

აღწერილობა:
ღია ყვითელი ფერის სუსპენზია. შენახვისას დასაშვებია განშრევება, რომელიც შენჯღრევით ქრება.

შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს:
პრაზიკვანტელს 15 მგ;
პირანტელის პამოატს 45 მგ;
დამხმარე ნივთიერებებს: პოლისორბატ 80-ს, ბენზოინმჟავას ნატრიუმის მარილი, ქსანთანის გუმფისს, ნატრიუმის ციკლამატს, ლიმონმჟავას, პროპილენგლიკოლს, დისტილირებულ წყალს (1 მლ-მდე)

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრემატოდების, ნემატოდების და ცესტოდების საწინააღმდეგო ვეტერინარული პრეპარატები
პრანატანის სუსპენზია ძაღლებისთვის – მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიჰელმინთური პრეპარატია, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს: პრაზიკვანტელს – პირაზინიზოქინოლონის წარმოებულს და პირანტელის პამოატს – ტეტრაჰიდროპირიმიდინის წარმოებულს.
პარაზიტების წინააღმდეგ პრეპარატის მოქმედებას შემადგენელთა კომბინაცია განაპირობებს. ის ვლინდება ბრტყელი და მრგვალი ჰელმინთების წინააღმდეგ სინერგიული მოქმედებით ზრდასრულ და მატლის სტადიაზე.
პრაზიკვანტელი თრგუნავს ფუმარატრედუქტაზას სინთეზს მიოფიბრილების მემბრანებზე და ნერვ-კუნთოვან სინაპსებში, რაც დამბლას იწვევს და ჰელმინთები იღუპება.
პირანტელის პამოატი მის მიმართ მგრძნობიარე პარაზიტებში დეპოლარიზაციის გზით ბლოკავს ნერვ-კუნთოვან გადაცემას და მათ დამბლას იწვევს. პირანტელი, ნიკოტინის მსგავსი თვისებების გამო, აცეტილქოლინის მსგავსად თრგუნავს ქოლინესთერაზას.

გამოყენება:
ძაღლების დეჰელმინთიზაცია შემდეგი ინვაზიური დაავადებების დროს:
ცესტოდოზები: ექინოკოკოზი (Echinococcus granulosus სქესობრივად მომწიფებული ფორმები), ტენიიდოზი (Taenia spp.), დიპილიდიოზი (Dipylidium caninum – სქესობრივად მომწიფებული და მოუმწიფებელი ფორმები), დიფილობოტრიოზი (Diphyllobothrium latum), მეზოცესტოიდოზი (Mesocestoides spp.).
ტრემატოდოზები: ოპისტორქოზი (Opisthorchis felineus).
ნემატოდოზები: ტოქსოკაროზი (Toxocara canis), ტოქსასკაროზი (Toxascaris leoninа), ტრიქუროზი (Trichuris spp.), ანკილოსტომოზი (Ancylostoma caninum), უნცინარიოზი (Uncinaria stenocephala), დიროფილიარიოზი (Dirofilaria repens, D. immitis).

დოზირება: პერორალურად, ინდივიდუალურად, ერთჯერადად საკვებთან ერთად ან უშუალოდ ენის ძირში შპრიც-დოზატორის დახმარებით, დილით კვების დროს, 1 მლ – ცხოველის 3 კგ მასაზე.
მკურნალობა ტარდება ჩვენების მიხედვით. ინვაზიის მაღალი ხარისხის შემთხვევაში რეკომენდებულია დეჰელმინთიზაციის გამეორება 10 დღის შემდეგ.
პროფილაქტიკური დეჰელმინთიზაცია ტარდება ყოველკვარტლურად, ასევე თითოეული ვაქცინაციის წინ, თერაპიული დოზებით. გამოყენების წინ აუცილებელია სუსპენზიის შემცველი ფლაკონის საგულდაგულოდ შენჯღრევა.
წინასწარ მშიერ დიეტასა და საფაღარათო საშუალებების მიღებას არ საჭიროებს.

უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ 2 კვირამდე ასაკის ლეკვებისთვის.
არ გამოიყენოთ დაავადებული და დაუძლურებული ცხოველებისთვის

გაფრთხილება:
მაკე ძაღლებისთვის პრეპარატის გამოყენება შეიძლება მშობიარობამდე 3 კვირით ადრე, სიფრთხილით.

შენახვის პირობები:
მშრალი, ბნელი, ბავშვებისთვის მიუწვდომელი ადგილი 0°C-დან 25°C ტემპერატურამდე.

ვარგისიანობის ვადა:
დამზადების თარიღიდან 2 წელი.

გამოშვების ფორმა:
10 მლ მოცულობის პოლიმერული ფლაკონები შეფუთული მუყაოს კოლოფებში. თითოეულ კოლოფში დამატებით დევს 5 მლ-იანი ერთჯერადი შპრიცი.
მწარმოებელი: კერძო საწარმო “O.L.KAR-აგროზოოვეტ-სერვისი”

მსგავსი პროდუქტები