დეტალური აღწერა
შემადგენლობა : პრაზიკვანტელი -50მგ;
პირანტელ პამოატი (ემბონატი) -150მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტიჰელმინთური ვეტერინარული პრეპარატი ტრემატოდების, ნემატოდების და ცესტოდების საწინააღმდეგოდ.
პრეპარატი აქტიურია Taenia spp., Toxocara canis, Dipylidium caninum, Тохосага mystax, Mesocestoides lineatus, Toxascaris leonina, Multiceps multiceps, Trichuris vulpis, Echinococcus multilocularis, Uncinaria stenocephala, Diphyllobothrium latum, Ancylostoma caninum, Echinococcus granulosus- ის მიმართ.
გამოყენება და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება ძაღლის და კატის დეჰელმინთიზაციის პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის.
პრაპარატი ეძლევა ორალური მეთოდით, ერთჯერადად, ენაზე მოთავსებით უშუალოდ ჭამის წინ შემდეგი პროპორციებით:
ძაღლი 2 კგ-მდე – ¼ ტაბ.;
2-დან 5 კგ-მდე – ½ ტაბ.;
5-დან 10კგ-მდე – 1 ტაბ.;
10-დან 20 კგ-მდე – 2 ტაბ.;
20-დან 30 კგ-მდე – 3 ტაბ.;
30-დან 40კგ-მდე – 4 ტაბ.;
40-დან 50 კგ-მდე – 5 ტაბ.
კატა—————½ ტაბ.;
კნუტები————¼ ტაბ.
რეკომენდებულია დეჰელმინთიზაციის ჩატარება ყოველკვარტალურად (წელიწადში 4-ჯერ). ლეკვებს და კნუტებს დეჰელმინთიზაციას უტარებენ 1 თვის ასაკიდან.
გამოშვების ფორმა: მუყაოს კოლოფში მოთავსებული ბლისტერული ფორმის შეფუთვა 10, 30, 100 ტაბლეტი.
შენახვის პირობები: მშრალ, ბნელ ადგილას 2 °С-დან 25 °С-მდე.
შენახვის ვადა: 3 წელი.