ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა:
1 მლ სუსპენზია შეიცავს აქტიურ ნივთიერებას:
200,000 IU პროკაინ ბენზილპენიცილინს
200 მგ დიჰიდროსტრეპტომიცინის სულფატს
20 მგ პროკაინ ჰიდროქლორიდი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნოვოკაინის ბენზილპენიცილინი არის ვიწრო სპექტრის ანტიბიოტიკი, ბაქტერიციდული მოქმედებით ისეთი გრამ-დადებითი ბაქტერიის წინააღმდეგ, როგორიცაა Listeria, Streptococcus, Staphylococcus (არ წარმოქმნის პენიცილინაზას), Bacillus anthracis, Clostridium, Corynebacterium, Fusobacterium, Erysipelas და Pasteurella რომელიც რეზისტენტულია ტეტრაციკლინის მიმართ. მგრძნობიარეა აგრეთვე Haemophilus და Brucella-ს ზოგიერთი შტამი.
დიჰიდროსტრეპტომიცინი ავლენს ბაქტერიულ მოქმედებას Pasteurella, Brucella, Haemophilus, სალმონელას, შიგელების და მიკობაქტერიების წინააღმდეგ.
ორივე ანტიბიოტიკის კომბინაცია გვაძლევს სინერგიულ მოქმედებას უმეტესი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ და იცავს დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ რეზისტენტობის სწრაფი განვითარებისაგან. თერაპიული დონე სისხლში ნარჩუნდება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.
სამიზნე ცხოველები: ცხენი, მსხვ.რქ.პირუტყვი, წვრ.რქ.პირუტყვი, ღორი, ძაღლი, კატა.
ჩვენებები: ბრონქოპნევმონია, ენტერიტი, მასტიტი, მეტრიტი, პერიტონიტი, ნეფრიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები, ინფიცირებული ჭრილობები და მეორადი ბაქტერიული ინფექციები. პასტერელათი გამოწვეული პნევმონია, რომელიც რეზისტენტულია ტეტრაციკლინის მიმართ.
მიღება და დოზირება:
კუნთშიდა ინექცია. არ გამოიყენება ინტრავენურად.
ძირითადად 1 მლ სხეულის ყოველ 20 კგ-ზე დღიურად.
მსხვილფეხა საქონელი, ცხენი: 10-20 ლ დღეში 3-5 დღის განმავლობაში;
ხბო, ცხვარი, ღორი, თხა: 5-10 მლ დღეში 3-5 დღის განმავლობაში;
გოჭი, ბატკანი, ძაღლი: 0.5-4 მლ დღეში 3-5 დღის განმავლობაში;
კატა: 0.5-1 მლ დღეში 3-5 დღის განმავლობაში;
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის მიმართ.
ლოდინის პერიოდი:
რძე: 72 საათი
ხორცი: 7 დღე
შენახვის პირობები:
სიგრილეში (8-15°C) სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი.
გამოშვების ფორმა: 100 მლ-იანი (12 ფლაკონი შეფუთვაში).

