დეტალური აღწერა

პენსტრეპი 20/25

შემადგენლობა:

ყოველი მლ შეიცავს:

პროკაინ პენიცილინ G – 200000 IU

დიჰიდტროსტრეპტომიცინის სულფატი – 250 მგ

ჩვენება:

პროდუქტი ეფექტურია მიკრო-ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც მგრძნობიარეა პენიცილინის ან დიჰიდროსტრეპტომიცინის მიმართ, როგორიცაა რესპირატორული, საშარდე და კვებითი ინფექციების, მეტრიტის, მასტიტის, ოსტეომილიტის, პერიტონიტის, სეპტიცემიის, ცისტიტის, სახსრების დაავადების და მეორადი ბაქტერიული ინფექციების მიმართ, მსხვილფეხა საქონელში, ცენებში, ცხვრებსა და გოჭებში.

მიღების წესი და დოზა:

კუნთშიდა მიღების გზა:

მსხვილ რქოსან პირუტყვში და ცხენებში-  1 მლ სხეულის წონის ყოველ 20 კგ-ზე დღიურად, 3დღის განმავლობაში;

ხბოებში, წვრილ რქოსან პირუტყვში და ღორებში-1მლ სხეულის წონის ყოველ 10 კგ-ზე დღიურად, 3დღის განმავლობაში;

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ. მაქსიმალური დოზის მოცულობა, რომელიც გამოყენებულია ინექციის ერთ ადგილზე, არ უნდა აღემატებოდეს 15 მლ ცხენებში, 6 მლ მსხვილფეხა საქონელში, 3 მლ ცხვრებსა და 1.5 მლ გოჭებში.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის, პროკაინის და/ან ამინოგლიკოზიდების მიმართ.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე ცხოველებში.

ტეტრაციკლინთან, ქლორამფენიკოლთნ, მაკროლიდებთან და ლინკოსამიდებთან პარალელური მიღება.

გვერდითი მოვლენები:

პროკაინ პენიცილინ G -ს ზედოზირებულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს აბორტი ღორებში.

ოტოტოქსიკურობა, ნეიროტოქსიკურობა ან ნეფროტოქსიკურობა.

ლოდინის  პერიოდი:

ხორცის შემთხვევაში: 21 დღე.

რძე: 72 საათი.

შენახვის პირობები:

25°C-მდე ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს.

მოარიდეთ ბავშვებს.

ვარგისიანობის ვადა:

36 თვე.

პენსტრეპი 20/25 შეფუთვა:10, 30, 50, 100 მლ