დეტალური აღწერა

პასტერვაკარმი 2

შემადგენლობა: ვაქცინის 1 სმ3 შეიცავს პასტერელების: Pasteurella multocida № 1231 (სეროჯგუფი A), Pasteurella multocida № 796 (სეროჯგუფი B), Pasteurella multocida № T-80 (სეროჯგუფი D) და Mannheimia (Pasteurella) haemolytica КМИЭВ-В 158 თითოეული შტამის არანაკლებ 3 მილიარდ ინაქტივირებულ მიკრობულ უჯრედს.

გარეგნულად ვაქცინის პრეპარატი არის თეთრიდან კრემისფრამდე ფერისა და ოდნავ ბლანტი კონსისტენციის ერთგვაროვანი ემულსია. ხანგრძლივი შენახვისას დასაშვებია ემულსიის განშრევება, რომელიც  შენჯღრევისას ქრება.

ჩვენება:ვაქცინა განკუთვნილია არაკეთილსაიმედო და პასტერელოზის რისკის მქონე მეურნეობებში მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ცხვრების, ღორების ბოცვრების პასტერელოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკისთვის.

ბიოლოგიური თვისებები:  ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვეტერინარული მოხმარების იმუნობიოლოგიური სამკურნალო საშუალებები.

ვაქცინაციიდან 10-14 დღეში ვაქცინა იწვევს მსხვილფეხა რქოსან საქონელში, ცხვრებში, ღორებსა და ბოცვრებში პასტერელოზის გამომწვევთა წინააღმდეგ იმუნური პასუხის გამომუშავებას, რომელიც 6 თვის განმავლობაში ნარჩუნდება.

კოლოსტრალური იმუნიტეტი მოზარდეულში ვითარდება ხსენის მიღების შემდეგ და ნარჩუნდება 20 დღის განმავლობაში.

ვაქცინა უსაფრთხოა, არა აქვს სამკურნალო თვისებები.

გამოყენების წესი და დოზირება:

ვაქცინა განკუთვნილია არაკეთილსაიმედო და პასტერელოზის რისკის მქონე მეურნეობებში მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ცხვრების, ღორების და ბოცვრების პასტერელოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკისთვის.

ვაქცინასთან მუშაობისას აუცილებელია ვეტერინარული დანიშნულების მქონე სამკურნალო საშუალებებთან მუშაობისთვის გათვალისწინებული პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ტექნიკის ზოგადი წესების დაცვა.

დასაშვებია ვაქცინის გამოყენება მაკე ძროხებისთვის და ნერბებისთვის მოგებამდე 40-45 დღით ადრე, მაკე ღორებისთვის – გოჭების დაყრამდე 30-45 დღით ადრე.

მაკე ძროხებსა და უშობლებს, ნერბებს ვაქცინაცია უტარდებათ მოგებამდე 40-45 დღით ადრე, მაკე ღორებს – გოჭების დაყრამდე 30-45 დღით ადრე შემდეგ დოზებში:

მსხვილფეხა რქოსან საქონელს – 3,0 სმ3 (1 დოზა) კუნთში, კისრის შუა მესამედის არეში (1,5 სმ3 კისრის ორივე მხარეს);

ცხვრებს – 2,0 სმ3 (1 დოზა) კუნთში, ბარძაყის შიდა მხარეს;

ღორებს – 1,0 სმ3 (1 დოზა) კუნთში, კისრის შუა მესამედის არეში.

ვაქცინირებული ცხოველებისგან მიღებული მოზარდეულის ვაქცინაცია ტარდება ერთჯერადად, სიცოცხლის მე-20 – 25-ე დღეს კუნთში, ხბოებისა და ბატკნებისთვის 1,0 სმ3 დოზით და გოჭებისთვის – 0,5 სმ3 დოზით.

არავაქცინირებული ცხოველებისგან მიღებული მოზარდეულის ვაქცინაცია ორჯერადად ხდება:

ხბოებსა და ბატკნებს პირველად ცრიან სიცოცხლის მე-8 – მე-12 დღეს და განმეორებით 15-21 დღის შემდეგ კუნთში, 1,0 სმ3 დოზით.

გოჭებს ცრიან სიცოცხლის მე-20 – 25-ე დღიდან ორჯერ, 20-40 დღის ინტერვალით კუნთში, 0,5 სმ3 დოზით.

ბოცვრების მოზარდეულის ვაქცინაცია ორჯერადად ხდება. პირველი ვაქცინაცია მე-4 – მე-6 კვირას კუნთში, ბარძაყის შიდა ზედაპირზე, 0,5 სმ3 დოზით, მეორე – 3 კვირის შემდეგ, კუნთში, 0,5 სმ3 დოზით.

რევაქცინაცია  ტარდება 6 თვის შემდეგ ერთჯერადი ვაქცინაციის გზით შემდეგ დოზებში:

მსხვილფეხა რქოსან საქონელს – 3,0 სმ3 (1 დოზა) კუნთში, კისრის შუა მესამედის არეში (1,5 სმ3 კისრის ორივე მხარეს);

ცხვრებს – 2,0 სმ3 (1 დოზა) კუნთში, ბარძაყის შიდა მხარეს;

ღორებს – 1,0 სმ3 (1 დოზა) კუნთში, კისრის შუა მესამედის არეში.

ბოცვრებს – 1,0 სმ3 (1 დოზა) კუნთში, ბარძაყის შიდა ზედაპირზე.

გამოყენების წინ ვაქცინიან ფლაკონებს ათბობენ ოთახის ტემპერატურამდე და საგულდაგულოდ ანჯღრევენ.

ვაქცინის შეყვანისას იცავენ ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესებს. თითოეული ცხოველისთვის ცალკე სტერილურ ნემსს იყენებენ. შპრიცებს და ნემსებს დუღილით ასტერილებენ.

ინექციის ადგილს დეზინფექციას უკეთებენ 70%-იანი ეთილის სპირტით ან სხვა სადეზინფექციო ხსნარით.

გვერდითი მოვლენები: ვაქცინის წინამდებარე ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას გვერდითი მოვლენები და გართულებები, როგორც წესი, არ აღინიშნება.

ვაქცინის შეყვანის შემდეგ მოზარდეულს შეიძლება ჰქონდეს საერთო ან ადგილობრივი რეაქცია. საერთო რეაქცია გამოიხატება სხეულის ტემპერატურის ხანმოკლე ზრდით, გახშირებული სუნთქვით, უმადობით, ზოგჯერ – დათრგუნვით. ადგილობრივი რეაქცია ვლინდება ვაქცინის შეყვანის ადგილის უმნიშვნელო შეშუპებით, რომელიც სამკურნალო ჩარევის გარეშე 5-10 დღეში ქრება.

ვაქცინის ჭარბი დოზირებისას ცხოველებში პასტერილოზის ან სხვა პათოლოგიური ნიშნების  გამოვლენის სიმპტომები არ ყოფილა დადგენილი.

ლოდინის პერიოდი: ჯანმრთელი ცხოველების დაკვლით მიღებული ხორცი და სხვა პროდუქტები გამოიყენება  შეზღუდვების გარეშე, ვაქცინაციის ვადების მიუხედავად.

უკუჩვენებებივაქცინის გამოყენება აკრძალულია:

  • ინფექციური დაავადების მქონე ცხოველებში.
  • დასუსტებულ და დაუძლურებულ ცხოველებში.
  • მაკეობის ბოლო თვეში მყოფ ცხოველებში.

შენახვის პირობები: ვაქცინას ინახავენ სინათლისგან დაცულ ადგილას 2°C-დან 15°C-მდე ტემპერატურის პირობებში.

დასაშვებია ვაქცინის ტრანსპორტირება მწარმოებელი ორგანიზაციის საფუთავით არაუმეტეს 20°C ტემპერატურაზე, ოღონდ ტრანსპორტირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღე-ღამეს.

ვარგისიანობის ვადა: შენახვისა და ტრანსპორტირების პირობების დაცვის შემთხვევაში შეადგენს გამოშვების თარიღიდან 18 თვეს. ფლაკონის პირველად გახსნის შემდეგ ვაქცინა აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული 12 საათის განმავლობაში. აკრძალულია სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვის ფორმა: 100 სმ3 (33 დოზა მსხვილფეხა რქოსანი საქონლისთვის, ან 50 დოზა ცხვრებისთვის, ან 100 დოზა ღორებისთვის, ან 200 დოზა ბოცვრებისთვის)