დეტალური აღწერა

შემადგენლობასაინექციო ხსნარი.

ვაქცინა დამზადებულია   პასტერელას შტამების კულტურებისგან: Pasteruella multocida N 1231 (სეროჯგუფი A),  Mannheimia (Pasteurella) haemolytica KMIEV-V 158 შტამებზე, რომლებიც ინაქტივირებულია ფორმალინით, ფორმალდეჰიდით (0,3%) კონცენტრაციამდე და მოთავსებულია წყალ–ზეთოვან ემულსიაში. (ზეთის ემულსია Montanide ISA-206 ემულგატორით)

ვაქცინის 1 სმ3 (0,5 დოზა) შეიცავს მინიმუმ 3 მილიარდ ინაქტივირებულს მიკრობული უჯრედები, Pasteurella Pasteurella multocida No 1231 თითოეული შტამი (სეროჯგუფი A) და Mannheimia (Pasteurella) haemolytica KMIEV-B 158.

გარეგნული სახით ვაქცინა წარმოადგენს ერთგავროვან თეთრი ფერის ემულსიას ვარდისფერი ელფერით ოდნავ ბლანტი კონსისტენციით. ხანგრძლივი შენახვისას დასაშვებია მინერალური ზეთის უმნიშვნელო ფენის მოცილება ფენებად არ დაშლილ ერთგვაროვანი ემულსიის ზემოთ.  გულმოდგინე შენჯღრევისას ვაქცინა იღებს ერთგვაროვან სტრუქტურას და მდგრადად შენარჩუნდება ფლაკონის კედლებზე.

ჩვენება:

  • გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პასტერელოზის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური იმუნიზაციის მიზნით, დაავადებებზე არაკეთილსაიმედო და საშიშ მეურნეობებში.

ბიოლოგიური თვისებები:  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პასტერელოზის საწინააღმდეგო ინაქტივირებული  ემულგირებული ვაქცინა „პასტერვაკარმი“ წარმოადგენს ვეტერინარულ იმუნობიოლოგიურ პრეპარატს. ვაქცინა იმუნიზებულ ცხოველებში იწვევს სპეციფიკური ანტისხეულების გამომუშავებას Mannheimia (Pateurella) haemolitica –სა და – Pasteruella multocida N 1231–ის წინააღმდეგ. ახალგაზრდა საქონელში კოლოსტრალური იმუნიტეტი ვითარდება ხსენის მიღების შემდეგ და შენარჩუნდება არა ნაკლებ 20 დღე. აცრილი ძროხისა და ხბოს იმუნიტეტი ყალიბდება აცრიდან 10–14 დღის შემდეგ და შენარჩუნდება 6 თვის განმავლობაში. ვაქცინა უვნებელია, არეაქტოგენულია, სამკურნალო თვისებებით არ ხასიათდება.

ვაქცინის გამოყენება აკრძალულია:

  • ინფექციური დაავადების მქონე ცხოველებში.
  • დასუსტებულ და დაუძლურებულ ცხოველებში.
  • მაკეობის ბოლო თვეში მყოფ ცხოველებში.

მიღების წესი და დოზირება:

ვაქცინა განკუთვნილია მსხვილი რქოსანი პირუტყვის პასტერელოზის სპეციფიკური პროფილაქტიკისათვის, არაკეთილსაიმედო და  სუნთქვითი პათოლოგიის საფრთხის ქვეშ მყოფ მეცხოველეობის მეურნეობებში. მოგებამდე და მოგების შემდგომ ძროხებს ცრიან ერთჯერადად მოგებამდე 45–25 დღით ადრე, კუნთში, კისრის შუა მესამედის უბანში 2,0 სმ3 მოცულობით. ვაქცინირებული ძროხებისაგან მოგებულ ხბოებს ცრიან ორჯერადად: პირველადად სიცოცხლის მე–8–12 დღეს და განმეორებით 15–21 დღის შემდეგ სიცოცხლის 20–25–ე დღეს კუნთში კისრის შუა მესამედის უბანში 1,0 სმ3 მოცულობით. შემოყვანილ ხბოებს ფერმების (კომპლექსების) ფორმირებისათვის ცრიან კარანტინის დროს ორჯერადად 1,0 სმ3 მოცულობით 20–30 დღის ინტერვალით. აცრის განმეორებას ატარებენ 6 თვის შემდეგ, ერთჯერადი იმუნიზების გზით   კუნთში, კისრის შუა მესამედის უბანში 1,0 სმ3 მოცულობით. ვაქცინას გამოყენების წინ ფლაკონებში ათბობენ წყლიან აბაზანაში 36–37ОС–მდე და გულმოდგინედ ანჯღრევენ. ვაქცინის შეყვანის დროს იცავენ ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესებს.  ყოველი ცხოველისათვის იყენებენ ცალკე სტერილურ შპრიცს. შპრიცსა და ნემსებს ადუღებენ. არ დაიშვება ინსტრუმენტების სტერილიზაციისათვის  ქიმიური სადენზიფექციო საშუალებების გამოყენება. ინექციის ადგილს უკეთებენ დეზინფექციას 70%–იანი სპირტით ან სხვა სადენზიფექციო ხსნარით. პასტერელოზის ან სხვა პათოლოგიური ნიშნების  გამოვლენის სიმპტომები ვაქცინის დოზის გადაჭარბების დროს არ აღინიშნება.

ლოდინის პერიოდი: ცხოველების დაკვლა სახორცედ ნებადართულია აცრის ვადების მიუხედავად. აცრილი ცხოველების რძე და ხორცი  გამოიყენება შეზღუდვების გარეშე აცრის ვადების მიუხედავად.

უკუჩვენებები: ვაქცინა უსაფრთხოა, ზომიერად რეაქტოგენური.

შენახვის პირობები: ინახება მაცივარში 2–80C­­ზე (დაუშვებელია გაყინვა).

შენახვის ვადა: 18 თვე.

შეფუთვის ფორმა: 100 მლ შუშის ფლაკონები.