ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აღწერილობა
ღია ყვითლიდან მუქ ყვითლამდე ფერის გამჭვირვალე ხსნარი.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიურ მოქმედ ნივთიერებას: ოქსიტეტრაციკლინის დეჰიდრატს – 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებებს: პროპილგალატს, მონონატრიუმის ჰიდროქსიმეთანსულფინატის მონოჰიდრატს, მონოთიუგლიცეროლს, პროპილენგლიკოლს, მონოეთანოლამინს, მაგნიუმის ქლორიდს, საინექციო წყალს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოქსიტეტრაციკლინი ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკია, რომელიც გამოიხატება იმით,
რომ ის 30S რიბოსომალური სუბერთეულის შებოჭვის გზით არღვევს ცილის სინთეზს, რაც
იწვევს მიკროორგანიზმის ცილოვანი სინთეზის გაჩერებას. ოქსიტეტრაციკლინი აქტიურია
გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების: Staphylococcus spp.,
Streptococcus spp., Clostridium spp., Listeria monocytogenes, Nocardia spp., Brucella spp.,
Haemophilus spp., Bordetella spp., Bartonella spp., Shigella spp., Yersinia spp., Actinomyces spp.,
Bacillus anthracis, E. coli, Pasteurella spp., Salmonella spp., Bacteroides nodosus, Serpulina
hyodysenteriae, Leptospira spp., ასევე, პროტოზოების (Protozoa), მიკოპლაზმების
(Mycoplasma spp.), რიკეტსიებისა (Rickettsia spp.) და ქლამიდიების (Chlamydia spp.)წინააღმდეგ.
ოქსიტეტრაციკლინის შეყვანიდან 30 წუთის შემდეგ პლაზმაში ვლინდება მისი კონცენტრაცია, რომელიც მაქსიმუმს აღწევს 2-3 საათში და მაღალ დონეზე ნარჩუნდება 8 საათის განმავლობაში. პრეპარატი შეყვანისთანავე უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს და მთელ ორგანიზმში ნაწილდება. მაქსიმალურ კონცენტრაციას კი ფილტვებში, თირკმელებში, ღვიძლსა და ელენთაში აღწევს. პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს. ოქსიტეტრაციკლინი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან, ნაღველთან, რძესთან ერთად. ფეკალიებით გამოყოფამ შესაძლოა დოზის 10% შეადგინოს.
გამოყენება
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, (ზრდასრული და ხბოები): ბრონქოპნევმონიის, პნევმონიის, პასტერელოზის, ბრუცელოზის, ენტერიტის და გასტროენტერიტის, მეტრიტის, მასტიტის, ართრიტის, ნეკრობაქტერიოზის, ანაპლაზმოზის, ლეპტოსპიროზის, ინფექციური კერატოკონიუნქტივიტის, პლევრიტის, სალმონელოზის, კოლიბაქტერიოზის, მიკოპლაზმოზის, ხბოთა დიფტერიის, აქტინომიკოზის, ქლამიდიოზის, ჩლიქის სიდამპლის, ჭიპლარის სეფსისის კიდურების ჩირქოვან-ნეკროზული დაზიანებების მკურნალობა, ასევე, სუნთქვის ორგანოებისა და შარდ-სასქესო სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების, კიდურების დაზიანების მკურნალობა, რომლებიც ოქსიტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული.
ღორები: ბრონქოპნევმონიის, პნევმონიის, პასტერელოზის, ბრუცელოზის, ენტერიტის და გასტროენტერიტის, მასტიტის, ართრიტის, ნეკრობაქტერიოზის, ლეპტოსპიროზის, პლევრიტის, სალმონელოზის, კოლიბაქტერიოზის, მიკოპლაზმოზის, ქლამიდიოზის, მასტიტ-მეტრიტ-აგალაქტიის სინდრომის (MMM), ატროფიული რინიტის, წითელი ქარის, დიზენტერიის, კიდურების ჩირქოვან-ნეკროზული დაზიანებების მკურნალობა, ასევე, სუნთქვის ორგანოებისა და შარდ-სასქესო სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების, კიდურების დაზიანების მკურნალობა, რომლებიც ოქსიტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული.
ცხვრები და თხები: ბრონქოპნევმონიის, პნევმონიის, პასტერელოზის, ბრუცელოზის, ენტერიტის და გასტროენტერიტის, მეტრიტის, მასტიტის, ართრიტის, ნეკრობაქტერიოზის, ანაპლაზმოზის, სალმონელოზის, კოლიბაქტერიოზის, ქლამიდიოზის, ინფექციური აბორტის, ჩლიქის სიდამპლის, ჭიპლარის სეფსისის, კონტაგიოზური აგალაქტიის, კიდურების ჩირქოვან-ნეკროზული დაზიანებების მკურნალობა, ასევე, სუნთქვის ორგანოებისა და შარდ-სასქესო სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების, კიდურების დაზიანების მკურნალობა, რომლებიც ოქსიტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული.
ძაღლები, კატები: ბრონქოპნევმონიის, პნევმონიის, ბრუცელოზის, ენტერიტის და გასტროენტერიტის, მასტიტის, ნეკრობაქტერიოზის, ლეპტოსპიროზის, პლევრიტის, სალმონელოზის, კოლიბაქტერიოზის, მიკოპლაზმოზის, ქლამიდიოზის, კიდურების ჩირქოვან-ნეკროზული დაზიანებების მკურნალობა, ასევე, სუნთქვის ორგანოებისა და შარდ-სასქესო სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების, კიდურების დაზიანების მკურნალობა, რომლებიც ოქსიტეტრაციკლინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით არის გამოწვეული.
დოზირება
კუნთში, შემდეგი დოზებით:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ზრდასრული და ხბოები), ღორები, ცხვრები, თხები – პრეპარატის 1 მლ სხეულის მასის ყოველ 10 კგ-ზე (20 მგ ოქსიტეტრაციკლინი ცხოველის სხეულის მასის 1 კგ-ზე), ერთჯერადად;
ძაღლები, კატები – პრეპარატის 0,5 მლ სხეულის მასის ყოველ 10 კგ-ზე (10 მგ ოქსიტეტრაციკლინი ცხოველის სხეულის მასის 1 კგ-ზე), ერთჯერადად;
დაავადების მძიმე მიმდინარეობისას პრეპარატის შეყვანა შეიძლება განმეორდეს 72 საათის შემდეგ.
თუ ინექციის დოზის მოცულობა აღემატება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის – 20 მლ-ს, ღორებისთვის – 10 მლ-ს, ცხვრების, თხების, ძაღლებისა და კატებისთვის – 15 მლ-ს, დოზა უნდა დანაწილდეს და შეყვანილი იქნეს სხვადასხვა ადგილას.
დაყოვნების პერიოდი
სახორცედ ცხოველთა დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 22 დღის შემდეგ. რძის მოხმარება ადამიანის საკვებად ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 3 საათის (6 მოწველის) შემდეგ.
შენახვა
მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 5°C-დან 25°C-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
ფლაკონიდან პირველად ამოღების შემდეგ აუცილებელია ფლაკონში დარჩენილი პრეპარატის 28 დღის განმავლობაში გამოყენება იმ პირობით, რომ ფლაკონი შენახული იქნება მშრალ, ბნელ ადგილას, 2°C-დან 8°C-მდე ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა
10, 20, 50, 100 და 250 მლ ტევადობის პოლიმერული ან შუშის ფლაკონები.