დეტალური აღწერა

ოქსიტერაციკლინი ბიოვეტა LA 200

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებაოქსიტეტრაციკლინი  (ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდის სახით)  20გ 100მლ-ში.

სამიზნე სახეობები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები ცხვარი, თხა.

ჩვენებები:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: პნევმონია, ინფექციური გასტროენტერიტი,  ქლამიდიოზი, ბრუცელოზი, ლეპტოსპიროზი, სახსრის ინფექციები, მასტიტი, ინფექციური პოდოდერმატიტი,  პასტერელოზი, აქტინობაქტერიოზი, აბსცესი, ჭრილობის დაინფიცირება, ოპერაციის და მშობიარობის შემდგომი ინფექციები, დიფტერია ხბოებში.
ღორები: პნევმონია, ინფექციური გასტროენტერიტი, მასტიტი, MMA( მასტიტი, მეტრიტი და აგალაქტია )სინდრომი,  პასტერელოზი,  ღორის წითელი ქარი, ჭიპის ინფექციები, ოპერაციის და მოგების შემდგომი ინფექციები.
ცხვარი და თხა:  ენზოოტიური დარღვევა (Chlamidia spp.), პნევმონია, ინფექციური გასტროენტერიტი, მასტიტი, პიროპლაზმოზი, ჯილეხი.

გამოყენების წესი  და დოზირება:
ღრმა კუნთშიდა ინექციისთვის.
ზოგადი დოზაა 1 მლ 10 კგ წონაზე ხბოებში კანქვეშ ყურის უკან.
გოჭები 10 კგ-მდე სხეულის მასით: 1 მლ,
ახალშობილი ბატკნები: 2 მლ.
მაქსიმალური შეყვანის დოზა ერთ ადგილას არის 20 მლ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, 10 მლ ღორისთვის და 5 მლ ცხვრისა და თხისთვის.

გვერდითი მოვლენები:
ინექციის ადგილას გაღიზიანება ხდება ძალიან იშვიათად და ჩვეულებისამებრ ქრება შეყვანიდან 2 კვირის შემდეგ.

უკუჩვენებები:
ნუ გამოიყენეთ ცხენებში, კატებსა და ძაღლებში.

ლოდინის პერიოდი:
ხორცი: 28 დღე
რძე: 7 დღე

შენახვის  პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.