დეტალური აღწერა

ოქსივეტ სპრეი

კანის სპრეი, ხსნარი გამოიყენება შინაური ცხოველების ადგილობრივი ინფექციების სამკურნალოდ.

შემადგენლობა: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი  2.5%.

ჩვენებები:

  • ადგილობრივი ინფიცირებული უბნები, ჭრილობები, დაჩირქებული ჩლიქები, დერმატიტი და ცურის ან დვრილების ზედაპირული დაზიანებები.
  • ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი პროფილაქტიკა ყველა ცხოველისთვის.
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კასტრაციის შემდეგ.

გამოყენება და დოზირება

  • მხოლოდ ადგილობრივად გამოყენებისთვის.
  • შესხურებამდე ჭრილობა უნდა გაიწმინდოს.
  • გააფრქვიეთ რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ ჭრილობა მთლიანად არ დაიფარება.
  • დამუშავებული ცხოველები ერთი საათის განმავლობაში უნდა დააყოვნოთ მშრალ მიწაზე, სანამ საძოვარზე დააბრუნებთ.
  • უსაფრთხოდ შეიძლება მაკე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ცხოველებისთვის გამოყენება.
  • მწვავე შემთხვევებში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს ყოველდღიურად სამი დღის განმავლობაში.

ლოდინის პერიოდი: ხორცი და სუბპროდუქტი:  0 დღე. რძე: 0 დღე

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ ადგილას 25°C-მდე ტემპერატურაზე.

ოქსივეტ სპრეი შეფუთვა:200მლ

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე.

შეფუთვა: 200 მლ.