ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: . თითოეული ტაბლეტი შეიცავს
375 მგ ოქსფენდაზოლს
750 მგ ოქსიკლოზანიდს.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ოქსფენდაზოლი არის ბენზიმიდაზოლის ნაერთი. ოქსფენდაზოლი, ბენზიმიდაზოლის სხვა ნაერთების მსგავსად, აფერხებს ფუმარატრედუქტაზას ფერმენტს და შესაბამისად ჩერდება პარაზიტების ენერგო მეტაბოლიზმი. ვინაიდან ფუმარატრედუქტაზას მოქმედების პრევენცია აფერხებს ენერგიის გამოყოფას ATP ფორმით, სასარგებლო ენერგია იწურება და პარაზიტები კვდებიან.
ოქსფენდაზოლის შეწოვა ნაკლებად ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემიდან პერორალური მიღების შემდეგ. მცოხნავ ცხოველებში პერორალური მიღების შემთხვევაში, პლაზმის კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 6 საათში და ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 საათს. აქტიური ინგრედიენტის და მისი მეტაბოლიტების აღმოფხვრა სხეულიდან ნელა მიმდინარეობს. 26% გამოიყოფა შარდში, ხოლო 63% – განავალში.
ოქსიკლოზანიდი არის სალიცილანილიდის წარმოებული ჭიის საწინააღმდეგო საშუალება. იგი მოქმედებს ენერგიის მეტაბოლიზმის დარღვევის გზით, წყვეტს რა ჟანგვითი ფოსფორილაციის ჯაჭვს. შეწოვა ხდება კუჭ-ნაწლავის სისტემიდან პერორალური მიღების შემდეგ; იგი მაღალი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი ღვიძლში, თირკმელებსა და ნაწლავებში, უმეტესწილად გამოიყოფა ნაღველის საშუალებით როგორც გლიკორონიდის ნაერთი.
იგი გავლენას ახდენს ნემატოდების კვერცხებზე ოვიციდური ეფექტის ჩვენებით და უჯრედულ დონეზე ფასციოლას სახეობების ჟანგვითი ფოსფორილაციის მექანიზმების დარღვევით.
ჩვენება: ოქსაზაკის პერორალური ტაბლეტი გამოიყენება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვსა და ცხვარში როგორც ჭიის საწინააღმდეგო საშუალება კუჭ-ნაწლავის ჭიების ზრდასრული სახეობების, ჭუპრის და კვერცხების, ასევე მრავალჯაგრიანი რგოლოვანი ჭიის და მონიეზიას ზრდასრული სახეობის მკურნალობის და მათგან დაცვის მიზნით.
კუჭ-ნაწლავის სისტემის ჭიები:
ფაშვი: Haemonchus sp., Ostertagia sp., Trichostrongylus axei
წვრილნაწლავი: T. colubriformis, Trichostrongylus sp., Strongyloides sp., Nematodirus sp., Cooperia sp., Bunostomum sp., Gaigeria pachyscelis
მსხვილნაწლავი: Chabertia ovina, Oesophagostomum sp., Trichuris sp.
მრავალჯაგრიანი რგოლოვანი ჭიები: Dictyocaulus sp (ზრდასრული და ჭუპრის ფორმები)
სოლიტერი: Moniezia sp.
ღვიძლის ტრემატოდა: Fasciola hepatica, Fasciola gigantica (ზრდასრული)
გამოყენების წესი და დოზირება: 1 ტაბლეტი სხეულის წონის ყოველ 50 კგ-ზე.
თუ ვეტერინარი არ გირჩევთ სხვაგვარად, დოზები შემდეგნაირად ნაწილდება.
ცხოველთა სახეობები | აბის რაოდენობა |
ბატკანი (25 კგ სწ) | ½ ტაბლეტი |
ცხვარი (50 კგ სწ) | 1 ტაბლეტი |
ხბო – დეკეული (100-200 კგ სწ) | 2-3 ტაბლეტი |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (250-400 კგ სწ) | 4-6 ტაბლეტი |
განსაკუთრებული გაფრთხილებები სამიზნე სახეობებისთვის
- დამცავი საშუალების სახით რეკომენდებულია სულ მცირე წელიწადში ორჯერ გამოყენება, გაზაფხულზე და შემოდგომაზე;
- განმეორებით გამოყენება რეკომენდებულია 1-2 თვის შემდეგ.
- რეკომენდებულია ერთი დოზის მიღება ცხოველების საძოვრებზე გაშვებამდე, საძოვრების პარაზიტებთ დაბინძურების პრევენციის მიზნით, ხოლო დამუშავებული ცხოველების ჩაკეტვა უნდა მოხდეს 8-12 საათის განმავლობაში, ოვიციდური მოქმედების დასასრულებლად.
- სასურველია მკურნალობის ჩატარება ცხვრების ჯოგში გაგზავნამდე 2 კვირით ადრე.
- დოზა ზედმიწევნით უნდა დარეგულირდეს ცუდ მდგომარეობაში მყოფ და პარაზიტების მქონე ცხოველებში.
გვერდითი მოვლენები: სამკურნალო დოზამაც კი შესაძლოა გამოიწვიოს სტაგნაცია, დიარეა, ხშირი დეფეკაცია, შარდვა, სუნთქის მცირე უკმარისობა, ჰიპოტენზია და ანორექსია, რომელიც გაივლის 1-2 საათში.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ღვიძლის უკმარისობის მქონე ცხოველებში.
ვინაიდან ოქსფენდაზოლს გააჩნია ტერატოგენური ზემოქმედების პოტენციალი სხვა ბენზიმიდაზოლების მსგავსად, არ გამოიყენოთ ცხოველებში მათიმაკეობის პირველ ტრიმესტრში ან მშობიარობამდე 1 თვით ადრე.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება
ოქსფენდაზოლი არ გამოიყენება ბრომსალანის ნაერთებთან (როგორიცაა ჰილომიდი, დიბრომსალანის და ტრიბრომსალანის თანაბარი რაოდენობის ნაზავიდან). კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში მან შესაძლოა გამოიწვიოს მაკეობის ნაადრევად შეწყვეტა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში და სიკვდილი – ცხვრებში.
დაყოვნების პერიოდი: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ცხვრის დაკვლა არ უნდა მოხდეს მკურნალობის დროს და შესაბამისად, ბოლო მკურნალობიდან 28 და 21 დღის განმავლობაში. ძროხის რძე არ გამოიყენება მკურნალობის პერიოდში და წამლის ბოლო მიღებიდან 5 დღის განმავლობაში (10 მოწველა). არ გამოიყენოთ ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული ცხვრის რძე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ პროდუქტი მუყაოს ყუთში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ და მოარიდეთ სინათლეს.
შენახვის ვადა: გამოშვებიდან 2 წელი.
გამოშვების ფორმა:10, 50 და 100 ტაბლეტი, რომელთაგან ყოველი 5 ტაბლეტი მოთავსებულია PVC გამჭვირვალე ალუმინის კილიტაში, რომელიც თავის მხრივ ინახება მუყაოს კოლოფში.