ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახეობები:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

აღწერილობა:
ერთგვაროვანი ყვითელი ფერის გამჭვირვალე ბლანტი სითხე.

შემადგენლობა:
პრეპარატის 1 გ შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს:
ივერმექტინი          2,5 მგ;
ტილოზინის ტარტრატს 10 მგ;
ქსერფორმს 10 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გელი ოფტალმოსტარი – კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ივერმექტინი, ტილოზინის ტარტრატი და ქსეროფორმი. ანტიპარაზიტული პრეპარატი ივერმექტინი აძლიერებს გაბა-ს (გამა ამინოერბოს მჟავა) კავშირს სპეციალურ რეცეპტორებთან პარაზიტების ნერვულ დაბოლოებებზე, ბლოკავს რა ნერვულ იმპულსებს, რაც იწვევს სქესობრივად მომწიფებული და ჭუპრის სტადიის ნემატოდების დაღუპვას (კერძოდ, ოჯახიდან  Thelaziidae), აკარიმორფული ტკიპების (ოჯახებიდან Demodecidae, Psoroptidae, Sarcoptidae) და ფრთოსანი მწერების (Muscidae). ტილოზინის ტარტრატი აქტიურია მიკროორგანიზმების მრავალი სახეობებისა და მათი ასოციაციების მიმართ: Mycoplasma spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp., Rickettsia spp. და სხვ. სხვა ანტისპეტიკთან ერტად ტილოზინი თრგუნავს მეორადი ინფექციის განვითარებას. გარდა ამისა, ქსენოფორმს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და რეპელენტური მოქმედება.
პრეპარატის შემადგენლების ერთობლივი სინერგისტული თვისებები განაპირობებენ მის ბაქტერიციდულ, ანთების საწინააღმდეგო, ნემატოციდურ, აკარიციდულ, ინსექტიციდურ და რეპელენტურ აქტივობას.

გამოყენება:
მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, ძაღლები პარაზიტული და მიკრობული ეტიოლოგიის თვალების დაავადებების მკურნალობა: მსხვილფეხა რქოსანი საქონლის თელიაზიოზი ; ქერცლისებრი და წყლულოვანი ბლეფარიტის;  მწვავე, კატარალური, ჩირქოვანი, ფოლიკულური კონიუნქტივიტების; ზედაპირული კერატიტის; კერატო-კონიუნქტივიტის ინფექციური (რიკეტსიოზი) ან ასოციაციური ინვაზიური ინფექციური (თელიაზიურ-მიკრობული) ეტილოგიის.
ძაღლებში და ბოცვრებში პარაზიტული ეტიოლოგიის ოტიტების მკურნალობა: ნოტოედროზის, ოტოდექტოზის, პსოროპტოზის, სარკოპტოზის, ქორიოპტოზის, ხეილეტიოზის.
მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ძაღლების, ბოცვრების მიაზების მკურნალობა და პროფილაქტიკა.

დოზირება და გამოყენების ხერხები:
მსხვილფეხა რქოსანი საქონლის თელიაზიოზის დროს ცხოველის თავს აფიქსირებენ თვალით ზემოთ და შპრიც-ტუბის საშუალებით ოფტალმოსტარის გელი შეყავთ  კონიუნქტივის ჩანთაში დოზით 0,8-1 მლ, მსუბუქი მასაჟით. პრეპარატს იყენებენ 3-4 დღე-ღამის განმავლობაში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
ქუთუთოების ანთების დროს მათ კიდეებს ასუფთავებენ ქერცლისაგან და ტამპონით უსმევენ გელს ქუთუთოებს.
სხვა ოფთალმოლოგიური დაავადებების დროს თვალის შიდა კუთხის უბანში შეაქვთ 5-7 წვეთი. დამუშავებას ატარებენ 4-7-ჯერ 12 საათიანი ინტერვალით. თუ ბლეფარიტი გამოწვეულია ტკიპებით, მაშინ მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3-ჯერ 10 დღე-ღამის შემდეგ მიუხედავად მკურნალობის პირველი კურსის შედეგებისა.
ოტიტების მკურნალობისას ცხოველებს წინასწარ უპარსავენ ბალანს ყურის ნიჟარის შიგნით, აშორებენ ქერცლებს და ტამპონით დაატანენ გელს კანის დაზიანებულ უბნებზე 2-ჯერ დღე-ღამეში. დამუშავებას ატარებენ  3-4 დღე-ღამის განმავლობაში სრულ გამოჯანმრთელებამდე. თუ დაავადება გამოწვეულია ტკიპებით, დამუშავებას იმეორებენ 1 დღე-ღამის განმავლობაში.
ვოლფარტიოზის პროფილაქტიკისათვის ცხოველების ახალ ჭრილობებს ზაფხულის პერიოდში უსვამენ ოფტალმოსტარის გელს.
ბუზების ჭუპრებით ინვაზირებულ ჭრილობებს ამუშავებენ 2-ჯერ დღე-ღამეში სრულ გამოჯანმრთელებამდე(3-4 დღე-ღამე).

შენახვის პირობები: საწარმოს ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მოუწვდომელ ადგილას ტემპერატურაზე  -10 °С-დან  +20 °С-მდე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი დამზადების თარიღიდან

გამოშვების ფორმა: პოლიმერული მასალის შპრიც-ტუბები 4 მლ.

 

 

 

 

 

მსგავსი პროდუქტები