ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
აღწერილობა
ერთგვაროვანი, გამჭვირვალე ხსნარი ღია ყვითელი ფერიდან ღია ყავისფერამდე.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას:
ენროფლოქსაცინს
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის ჰიდროჟანგი, n-ბუტანოლს, ტრილონ ბ-ს, საინექციო წყალს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება – ენროფლოქსაცინი, განეკუთვნება ფტორქინოლების ჯგუფის ანტიბიოტიკებს და გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ. მისი მოქმედების მექანიზმი დამყარებულია ბაქტერიული ფერმენტის დნმ-გირაზის დათრგუნვაზე, რაც იწვევს ბაქტერიების დნმ-ს რეპლიკაციის დარღვევას.
ენროფლოქსაცინი ავლენს ბაქტერიციდულ აქტივობას შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: Е. coli, Pseudomonas spp., Salmonella spp., Campylobacter spp., Haemophilus spp., Pasteurella spp., Bordetella spp., Erysipelothrix rhusiopathiae, Klebsiella spp., Proteus spp., Vibrio parahaemolyticus, Staphylococcus aureus, Streptococcus spp., Clostridium perfringens, Actinobacillus spp., Fusobacterium spp., Enterococcus spp. და სხვ., ასევე დამღუპველად მოქმედებს მიკოპლაზმებსა და ქლამიდიებზე (Chlamydia spp.).
გამოყენება
მსხვილფეხა რქოსანი საქონელი: ცხოველთა მკურნალობა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს, მეორადი ბაქტერიული ინფექციებისას ვირუსული დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
ღორი: ცხოველთა მკურნალობა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.
დოზირება
მსხვილფეხა რქოსანი საქონელი – კანქვეშ, დოზით 2,5 მლ სხეულის მასის 100 კგ-ზე (2,5 მგ ენროფლოქსაცინი ცხოველის მასის 1 კგ-ზე) დღე-ღამეში ერთხელ. სასუნთქი გზების ინფექციისა და სალმონელოზის დროს დოზას ზრდიან ორჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 დღე-ღამეს, სალმონელოზის დროს – 5 დღე-ღამეს.
ღორი – კუნთებში დოზით 2,5 მლ სხეულის მასის 100 კგ-ზე (კგ-ზე (2,5 მგ ენროფლოქსაცინი ცხოველის მასის 1 კგ-ზე) დღე-ღამეში ერთხელ. სასუნთქი გზების ინფექციისა და სალმონელოზის დროს დოზას ზრდიან ორჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 დღე-ღამეს, სალმონელოზის დროს – 5 დღე-ღამეს, მმმ-სინდრომის დროს (მეტრიტი, მასტიტი, აგალაქტია) – 1-2 დღე-ღამეს.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ ენროფლოქსაცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე ცხოველებში.
არ გამოიყენოთ, თუ აღმოჩენილია პათოგენური ბაქტერიების ხინოლონის მიმართ რეზისტენტული შტამები.
არ გამოიყენოთ თეოფილინთან (ეუფილინთან), სუკრალფატთან, ნიტროფურანტოინთან, ანტაციდებთან, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებთან, ქლორამფენიკოლთან, ცეფალოსპორინებთან და მაკროლიდებთან ერთად.
არ გამოიყენოთ ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების მქონე ცხოველებში, ასევე, რომელთაც დაზიანებული აქვთ თირკმელები და ხრტილოვანი ქსოვილების ზრდა.
არ გამოიყენოთ ცხენებში.
გაფრთხილება
ხინოლონების ჯგუფის პრეპარატები უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით ნერვული სისტემის დარღვევების მქონე ცხოველებში,
თუ დოზის მოცულობა აღემატება 5 მლ-ს მსხვილფეხა რქოსანი საქონლისათვის და 2,5 მლ-ს ღორისათვის, აუცილებელია მისი დაყოფა და შეყვანა ცხოველის სხეულის სხვადასხვა უბნებში.
ცხოველების სახორცედ დაკვლა ნებადართულია პრეპარატის ბოლო გამოყენებიდან 10 დღე-ღამის შემდეგ. რძის გამოყენება ადამიანების საკვებში ნებადართულია რეპარატის ბოლო გამოყენებიდან 7 დღე-ღამის შემდეგ. აღნიშნული დროისათვის მიღებული ხორცი და რძე უტილიზდება ან მას აძლევენ საკვებად არა პროდუქტიულ ცხოველებს, ვეტერინარული მედიცინის დასკვნის მიხედვით.
გამოშვების ფორმა
ყავისფერი შუშის ფლაკონები, რომლებიც დახურულია საცობით და ალუმინის მომჭერით, 10, 20, 50 და 100 მლ.
შენახვა
მშრალი ბნელი, ბავშვებისათვის მიუდგომელი ადგილი 5 °-დან 25 ° С-მდე ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
პრეპარატი პირველი გახსნიდან გამოყენებული უნდა იქნას 28 დღე-ღამის განმავლობაში ორიგინალურ შეფუთვაში, 5º -დან 25 ° С-მდე ტემპერატურაზე შენახვის პირობით.

