ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახეობები:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

გამოყენების მიზანი:

NoseLife Kit 5” ფუტკრის ნაწლავური ინფექციის და ფუტკრის ოჯახებში სხვდასხვა პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში, გამოიყენება დამატებითი კვების სახით.

გამოყენება:

1. ,, NoseLife Kit 5‘’ ფლაკონს მოხსენით თავსახური, გადმოასხით შიგთავსი 2.5 ლიტრ ახლად დამზადებულ თბილ(35- 40 °C )  შაქრის სიროფში 1 (წყალი) : 1,5 (შაქარი).
2.  თბილი წყლით (T=45–50 °C)  ნახევრად სავსე ქილაში ჩაყარეთ “NoseLife Kit 5” ფხვნილი და 2 წუთის განმავლობაში ანჯღრიეთ, აღნიშნული მასა გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ შაქრის სიროფში (1 : 1.5)
3. დოზა: 0,5 ლ სიროფი, 5 ჩარჩო ფუტკარზე (სულ 5 ოჯახზე)
4. ფუტკრის ნაწლავური ინფექციის და ფ/ოჯახში სხვადასხვა პრობლემების გამოვლენის შემთხვევაში ეძლევა 2ჯერადათ 4 დღის ინტერვალით. გახანგრძლივებული მწვავე ფორმის დროს – 3ჯერდათ 3 დღის ინტერვალით.
5. სასურველია კვება ვაწარმოოთ  პოლიეთილენის პარკებში ჩარჩოს ზედა თამასებიდან.
6. სუსტი და დაავადებული ფუტკრის დამატებითი კვების დროს არსებობს ფ/ოჯახებზე დამატებითი ქურდობის რისკი, ამის თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ჯანმრთელი ფუტკრის კვება, შაქრის სიროფით (1:2 ) “NoseLife Kit 5”- ის გარეშე.

გამოიყენება წლის ნებისმიერ დროს. ვინაიდან “NoseLife Kit 5”-ი თაფლში არ ილექება
“NoseLife Kit 5” ერთი შეფუთვა ამუშავებს 5 ოჯახს (სკაში -5 ჩარჩო ფუტკარი)
რეკომენდებულია “NoseLife Kit 5 Powder და    “NoseLife Kit 5 Liquid”  ერთად გამოყენება.
“NoseLife Kit 5“ არ არის სამკურნალო საშუალება, ეს არის დამატებითი კვება.
აღნიშნული საკვები შედგება ორი სხვადსხვა კომპონენტისგან “NoseLife Kit 5 Powder” და “NoseLife Kit 5 Liquid”.
შემადგენლობა მითითებულია შეფუთვაზე.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
“NoseLife Kit 5 ” და შაქრის სიროფის ნაზავი გამოიყენება არაუმეტეს 24 სთ მანძილზე.
კანდთან ერთად – 6 თვის მანძილზე

მსგავსი პროდუქტები