დეტალური აღწერა
მულტიფაუერი
ვიტამინიზირებული საკვებდანამატი
შემადგენლობა: ვიტამინი C, A, D3, E, B1, B2, B6, B12, ნიაცინი, ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი, Cu, Mn, Zn, Fe.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვიტამინები სხვადასხვა როლს ასრულებენ ორგანიზმში: კოენზიმების სახით მონაწილეობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ბიოქიმიურ რეაქციებში, აგრეთვე მონაწილეობენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმში და აწვდიან სხეულს საჭირო ენერგიას. სტრესი, ინფექციები, მაღალი პროდუქტიულობა, მოითხოვს აღნიშნული კომპლექსის დამატებით მიღებას. მულტიფაუერი აუცილებელია იმუნიტეტის შესაქმნელად, უჯრედულ სუნთქვაში მონაწილეობისთვის, ერითროციტების და ანტისხეულების ფორმირებისთვის. რეკომენდებულია იმუნური სისტემის სტიმულირებისთვის დაავადების არსებობისას და ვაქცინაციის დროს. მათ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ორგანიზმიდან ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების გამონთავისუფლებში, ასევე ღვიძლის ფუნქციის აღდგენისა და ცხიმოვანი გადაგვარების თავიდან ასაცილებლად. ეს ვიტამინები სათანადო როლს ასრულებენ უნაყოფის პრევენციაში და ჯანსაღი ნერვული სისტემის შენარჩუნებაში. ისინი ასევე მონაწილეობენ ჰორმონების და ნეიროტრანსმიტერების სინთეზში. რეკომენდებულია ნეირონების დაავადების სიმპტომების, ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების პროფილაქტიკისთვის, ანტიბიოტიკოთერაპიის დროს და ა.შ.
სამიზნე სახეობები: ძაღლები და კატები.
დოზირება:
ლეკვები: ½ ტაბლეტი / 10 კგ წონაზე
ძაღლები: 1 ტაბლეტი / 10 კგ წონაზე
კატები: 1 ტაბლეტი / 10 კგ წონაზე
უკუჩვენებები: არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები: ინახება 25°C-მდე, ტენიანობისა და სინათლისგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს.
შეფუთვა: ერთი შეფუთვა-50 შუშხუნა ტაბლეტი.