ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა:
1 შპრიც-ტუბი (8 მგ) შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს (მგ):
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს 200
ნეომიცინის სულფატს 250
ბაციტრაცინს 2000 ME
პრედნიზოლონი 10.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მასტილონგ ფორტე წარმოადგენს კომბინირებულ ანტიმიკრობულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი, ნეომიცინის სულფატი, ბაციტრაცინი და პრედნიზოლონი. პრეპარატი აქტიურია მასტიტის გამომწვევი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ
ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი მოქმედებს Streptococcus uberis-ზე, Staphylococcus aureus-ზე, E. Coli-ზე, Klebsiella spp-ზე.
ნეომიცინის სულფატი -განეკუთვნება ამინოგლიკოზიდების ჯგუფს, ბაქტერიციდიულად მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Staphylococcus aureus, E. coli, Klebsiella spp., Streptococcus pyogenes, Streptococcus spp.).
ბაციტრაცინი – ბაქტერიციდული ანტიბიოტიკია, რომელიც მოქმედებს გრამდადებით და ზოგიერთ გრამუარყოფით ბაქტერიებზე (Staphylococcus aureus, Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Streptococcus uberis, Streptococcus pyogenes).
პრედნიზოლონი – წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტერეიდულ ჰორმონს, რომელიც ავლენს ანეთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ, მადესენსიბილირებელ და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას.
გამოყენება:
ძროხებში ბაქტერიული ეტიოლოგიის მასტიტის კლინიკური და სუბკლინიკური ფორმების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით ლაქტაციის პერიოდში.
დოზირება:
ინტერცისტერნალურად. ძროხებში შეყავთ ერთი შპრიც-ტუბის შიგთავსი, პრეპარატის 8 მლ.(ექვივალენტურია 8 გ), რომელიც აღებულია ფლაკონიდან კათეტერის და სტერილური შპრიცის საშუალებით და შეყავთ ნელა სარძევე ჯირკვლის დაზიანებულ ნაწილში, რომელსაც წინასწარ რეცხავენ, გამოწველიან და უკეთებენ დეზინფექციას.
პრეპარატის შეყვანის შემდეგ ატარებენ სარძევე ჯირკვლის დაზიანებული მეოთხედის მსუბუქ მასაჟს (ზემოდან ქვემოთ) მთელს ცისტერნაში მისი თანაბრად განაწილებისათვის. პრეპარატი შეყავთ სამჯერ 12:00 საათის ინტერვალებით.
უკუჩვენებები
პრეპარატი არ შეყავთ სიმშრალის პერიოდში.
ლოდინის პერიოდი:
რძე-8 დღე.
ცხოველების დაკვლა სახორცედ ნებადართულია პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 14 დღის შემდეგ.
შენახვა:
მშრალი, ბნელი, ბავშვებისათვის მიუდგომელი ადგილი 2 °С-დან 8 °С-მდე ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა – 2 წელი.
გამოშვების ფორმა:
შპრიც-ტუბები 8გრ, რომლებიც შეფუთულია 4 ცალად პოლიმერულ პაკეტში.