ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
შემადგენლობა: 1 შპრიც-ტუბი (10 გ) შეიცავს მოქმედ ნივთიერებებს (მგ):
კლოქსაცილინის ნატრიუმის მარილს 200;
ამოქსაცილინი ტრიჰიდრატს 75.
ფარმაკოლოგიური თვისებები: მასტილაინი – კომბინირებული ანტიმიკრობული პრეპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შედის: კლოქსაცილინის ნატრიუმის მარილი და ამოქსაცილინის ტრიჰიდრატი, რომლებიც აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების უმეტესი შტამების წინააღმდეგ (Streptococcus agalactiae, Streptococcus uberis, Streptococcus dysgalactiae, Staphylococcus spp., Corynebacterium pyogenes, C. uberis, C. dysgalactiae, C. pyogenes, E. сoli, Bacillus cereus, Bacteroides, Campilobacter spp., Klebsiellae, Pasteurellae). ანტიბიოტიკების მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზის დარღვევაში, იწვევს ბაქტერიებში ოსმოსურ დისბალანსს და მათ დაღუპვას.
გამოყენება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის (ძროხების)მასტიტის სამკურნალოდ .
დოზირება: ინტრაცისტერნალურად ძროხებში შეყავთ ერთი შპრიც-ტუბის შიგთავსი სარძევე ჯირკვლის დაზიანებულ ნაწილში, რომელსაც წინასწარ ჩამობანენ, წველიან და უკეთებენ დეზინფექციას. პრეპარატის შეყვანის შემდეგ ატარებენ სარძევე ჯირკვლის დაზიანებული მეოთხედის მსუბუქ მასაჟს (ზემოდან ქვემოთ) მთელს ცისტერნაში მისი თანაბრად განაწილებისათვის. პრეპარატი განმეორებით შეყავთ 12 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსია 1,5-2 დღე-ღამე.
შეყვანის წინ შპრიც-ტუბს ათბობენ 35-38 °С ტემპერატურამდე წყლის აბაზანით და აქტიურად შეანჯღრევენ ერთგვაროვანი მასის მისაღებად.
უკუჩვენებები: არ უნდა იქნას გამოყენებული ცხოველებში, რომელთაც გააჩნიათ აღმატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების მიმართ.
ლოდინის პერიოდი: რძის მოხმარება ადამიანების საკვებად ნებადართულია პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 3-4 დღე-ღამის შემდეგ.
ცხოველების დაკვლა სახორცედ ნებადართულია პრეპარატის ბოლო შეყვანიდან 4 დღე-ღამის შემდეგ.
აღნიშნულ ვადამდე მიღებულ ხორცს და რძეს უკეთებენ უტილიზებას ან აძლევენ საკვებად არაპროდუქტიულ ცხოველებს.
შენახვა: მშრალი, ბნელი, ბავშვებისათვის მიუდგომელი ადგილი 5 °С-დან 25 °С-მდე ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა – 2 წელი დამზადების თარიღიდან.
გამოშვების ფორმა: ინტრამამარული შპრიცები (შპრიც-ტუბები) 10 გრამიანი, რომლებიც შეფუთულია 4 ცალად პოლიმერულ პაკეტში.

