დეტალური აღწერა

მასტიდოლი-3

შემადგენლობა: ვაქცინის თითოეული დოზა (2 მლ) შეიცავს: ინაქტივირებული ნაწლავური ჩხირის D5 ანტიგენი, ინაქტივირებული ოქროსფერი სტაფილოკოკის ანტიგენი, ინაქტივირებული Mycoplasma bovis ანტიგენი, PBS (ფიზიოლოგიური ბუფერული ხსნარი).

ჩვენებები: მასტიდოლი-3 არის ინაქტივირებული  შერეული ვაქცინა ძროხებსა და დეკეულებში გამოყენების მიზნით, ნაწლავური ჩხირით, ოქროსფერი სტაფილოკოკით და Mycoplasma bovis-ით გამოწვეული სუბკლინიკური და კლინიკური მასტიტის ინფექციების წინააღმდეგ.

მიღების გზა და დოზა:

ძროხების და დეკეულების ვაქცინაცია ხდება 2 მლ ინექციით კუნთში კისრის არეში. ცხოველების პირველი ვაქცინაცია ხდება ორჯერ 21 დღიანი ინტერვალით. შემდეგ მათი ვაქცინაცია უნდა განხორციელდეს ყოველ 6 თვეში. დეკეულების ვაქცინაცია შესაძლებელია პირველ  მოგებამდე  2 თვით ადრე, ხოლო ძროხების –  ნებისმიერ დროს.

გვერდითი მოვლენები: ზოგიერთ ვაქცინირებულ ცხოველეში ინექციის ადგილას შეინიშნებოდა თხილის ზომის დროებითი შეშუპება.

უკუჩვენებები: ინფიცირებული ცხოველების ვაქცინაცია რეკომენდებული არ არის.

ლოდინის პერიოდი: 0 დღე.

შენახვის პირობების: ინახება 2-80C ტემპერატურაზე და ბნელ ადგილას. არ გაყინოთ.

შენახვის ვადა: 24 თვე. გახსნილი ფლაკონების გამოყენება უნდა მოხდეს 6-8 საათის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: ვაქცინა შეფუთულია 2 მლ (1 დოზა), 4 მლ (2 დოზა), 10 მლ (5 დოზა), 20 მლ (10 დოზა), 50 მლ (25 დოზა) 6R ტიპის I ქარვისფერ შუშის ფლაკონებში.