ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
მამიტოპი
მამიტოპი არის პროლონგირებული ტექნოლოგიის ბოლუსი ბუნებრივი ანტიბიოტიკებით, რომელიც შექმნილია სომატური უჯრედების დაბალი რაოდენობის შესანარჩუნებლად.
მასტიტი (ცურის ანთება) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დამანგრეველი დაავადებაა რძის მრეწველობაში, რაც ცურის ჯანმრთელობას გადამწყვეტ საკითხად აქცევს. სუბკლინიკური მასტიტი წარმოადგენს ხილული ნიშნების გარეშე მიმდინარე ინფექციას. სუბკლინიკური მასტიტის დროს სომატური უჯრედების რაოდენობის ზღვარი არის > 200000 უჯრედი / მილილიტრზე (მლ), რომლის დროსაც ცურის ქსოვილი უკვე ზიანდება. მამიტოპ ბოლუსი წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ საშუალებას ცურის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემების ასაცილებლად.
შემადგენლობა:
მამიტოპი შეიცავს მცენარეთა ექსტრაქტებს და ნივრის კბილის, ევკალიპტისა და დარიჩინის ეთერზეთებს, რომლებიც აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას.
ნივრის აქტიური ინგრედიენტი არის ალიცინი.
ალიცინი ძალიან არასტაბილურია და რეაგირებს ყველა სახის ხელმისაწვდომ კომპონენტთან.
მოლეკულების ფართო დიაპაზონის შექმნა, რომელთაგან ბევრი უსარგებლოა.
ჩვენ გამოვყავით 2 მოლეკულა, PTS და PTSO, და თავი მოვუყარეთ მამიტოპში.
ეს არის სტაბილური მოლეკულები ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით.
PTS და PTSO უტევენ ბაქტერიას უჯრედის კედლის განადგურებით.
ჩვენებები:
ცურის გაუმჯობესებული მდგომარეობა;
გაიცემა ვეტერინალური რეცეპტის გარეშე;
რძიზე ლოდინის პერიოდი არ არსებობს;
არ აღინიშნება ბაქტერიების რეზისტენტობა;
უფრო ჯანმრთელი ცხოველები;
რძის წარმოების გაზრდა;
ანტიბიოტიკების გამოყენების შემცირება;
დაბალი (ვეტერინარული) ხარჯები;
ანტიბაქტერიული თვისებები;
ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
გამოყენება:
1 ბოლუსი უჯრედების რაოდენობის გაზრდის მომენტებში;
1 ბოლუსი ხბოს მოგებისას;
1 ბოლუსი გაშრობისას.
გამოიყენება პერორალურად, ბოლუს აპლიკატორის დახმარებით.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, მაღალი ტემპერატურისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
შეფუთვა: კოლოფში 100 გრამიანი 4 ბოლუსი