ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
ლჰ სულფ ტმპ 40%+8%
შემადგენლობა: თითოეული მლ შეიცავს:
სულფადიმიდინი……………………………………………..400მგ
ტრიმეტოპრიმი…………………………………………………80მგ
სამიზნე ცხოველები: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები და ცხენები.
ჩვენებები: გამოყენება შესაძლებელია ბაქტერიული წარმოშობის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ღორებსა და ცხენებში: ბაქტერიული წარმოშობის რესპირატორული ინფექციები, შარდ-სასქესო ტრაქტის ინფექციები, საჭმლის მომნელებელი სისტემის ინფექციები, სხვა სახის ინფექციები, როგორიცაა; ჩლიქოსანთა დაავადება, მწვავე მასტიტი, ბაქტერიული აგალაქტია მდედრ ღორებში, თვალის, ყურის ან პირის ინფექციები. აგრეთვე შესაძლებელია გამოყენება ქირურგიული ჩარევისას, ინფექციის სავარაუდო არსებობის შემთხვევაში, მაგ. მოტეხილობებისას და დადასტურებული პერიტონიტის დროს.
პრეპარატის მიღება და დოზირება: კუნთში გასაკეთებლად.
შეანჯღრიეთ კარგად გამოყენების წინ, მოერიდეთ ზედმეტი ქაფის წარმოქმნას.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორებისა და ცხენებისთვის: 1მლ სხეულის მასის 32კგ-ზე ყოველდღიურად (15მგ აქტიური ნივთიერების/კგ წონაზე ექვივალენტი).
მძიმე ინფექციის შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 1.5მლ-მდე 32 კგ წონაზე (22.5მგ აქტიური ინგრედიენტების/კგ წონაზე ექვივალენტი).
ერთჯერადი ინექცია შეიძლება იყოს საკმარისი გაურთულებელი მდგომარეობების დროს, როგორიცაა; ჭრილობები და პოსტ-ოპერაციული ინფექციები, მაგრამ ყველა მძიმე ან გართულებული ინფექციების დროს, დოზა უნდა გამეორდეს ყოველდღიურად დაახლოებით 5 დღემდე ან სიმპტომების ალაგებიდან 2 დღის განმავლობაში ან მაქსიმუმ 5 მომდევნო დღის განმავლობაში.
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში და ცხენეში 20მლ-ზე მეტი ინექციის გაკეთება ერთ საინექციო ადგილას არ არის რეკომენდირებული.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ ცხოველებში ან სულფონამიდების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
გვერდითი ეფექტები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ლოდინის პერიოდი:
- ხორცი: 28 დღე
- რძე: 7 დღე
შენახვის პირობები: შეინახეთ 250C ტემპერატურის ქვემოთ. დაიცავით სინათლისგან. ნუ გაყინავთ. შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 36 თვე