დეტალური აღწერა

ლევანლზა

ბოლუსი

შემადგენლობა: ბოლუსის ძირითადი მომქმედი ნივთიერებები: ოქსიკლოზანიდი 1400 მგ + ლევამიზოლი HCI 1000 მგ.

ჩვენებაკუჭ-ნაწლავის ასკარიდების, ანკილოსტომების, რგოლოვანი ჭიების, თვალის ჭიების, სოლიტერის ჭიების, ზრდასრულთა პარაზიტებისა და კვერცხების ეფექტური მკურნალობისა და კონტროლისთვის.

დოზირება: ზრდასრული ძროხები 300 კგ და მეტი (ასაკი 18 თვეზე მეტი)-2 ბოლუსი, ზრდასრული ძროხები 200 კგ-300 კგ (ასაკი 1 წლიდან 18 თვემდე)-1,5 ბოლუსი.

მცირე ასაკის 100 კგ-200 კგ (ასაკი 6 თვიდან 1 წლამდე)-1ბოლუსი, ხბოები

100 კგ-მდე (ასაკი 6 თვემდე)-1/2 ბოლუსი, ცხვარი და თხა-1/4 ბოლუსი.

გამოყენების წესი:

  1. გახსენით პაკეტი
  2. ბოთლში ჩაფშვენით ბოლუსი და თითოეულ ბოლუსს დაამატეთ 1 ჭიქა წყალი.
  3. კარგად შეანჯღრიეთ სანამ ბოლუსი მთლიანად არ დაიშლება.
  4. მომზადებული მასა დაალევინეთ ცხოველს.

პირუტყვი ლევანლზა ბოლუსით დაამუშავეთ წელიწადში ორჯერ, მათი ჯანმრთელობისა და ძალის შესანარჩუნებლად.

ლევანლზა ბოლუსი უსაფრთხოა ხბოებისთვის, მაკე და ავადმყოფი ცხოველებისთვის.

უკუჩვენებები:

დაუშვებელია ცხოველების მკურნალობა ფოსფორორგანული ნაერთებით მკურნალობამდე ან მის შემდეგ 14 დღის განმავლობაში.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი: 28 დღე

რძე: 3 დღე

შენახვის პირობები::

შეინახეთ 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას და დაიცავით სინათლისგან.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ლევანლზა შეფუთვა: N1 ბოლუსი მოთავსებული ალუმინის ფოლგის პაკეტში და N25 პაკეტი – მუყაოს კოლოფში

ვარგისიანობის ვადა: 36 თვე