დეტალური აღწერა

ლევამიზოლი 100

ლევამიზოლის ჰიდროქლორიდის ინექცია 10% საინექციო ხსნარი

შემადგენლობა: ყოველი მლ შეიცავს:

ლევამიზოლის ჰიდროქლორიდი – 100 მგ

ჩვენება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, გოჭი, ძაღლი და შინაური ფრინველის სამკურნალოდ

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი , ცხვრები და თხები: კუჭ-ნაწლავური ნემატოდები (მომწიფებული და ჭუპრის ფორმები): haemonchus spp, ostertagia spp, cooperia spp, trichostrongylus spp, nematodirus spp, bunostomum spp, oesophagostomum spp; და ფილტვის ნემატოდები: dictyocaulus spp;

გოჭებში: ფილტვის და კუჭ-ნაწლავის ნემატოდები: ascaris suum, stronyloides ransomi, metastronylus spp, oesophagostomum spp;

ძაღლებში: კუჭ-ნაწლავის ნემატოდები: toxascaris spp, toxocara spp, ancylostoma spp, unci aria spp;

შინაურ ფრინველში: nematodes askaridia galli, heterakis gallinarium, capilaria spp, singamus trachea;

მიღების წესი და დოზა: კანქვეშა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 0,75 მლ (75 მგ ლევამიზოლი) 10 კგ სხეულის წონაზე. მაქსიმალური დოზა – 22.5 მლ (2250 მგ ლევამიზოლი) ყოველ ცხოველზე, რომელიც იწონის 300 კგ-ზე მეტს;

ცხვრები, თხები: 0.75 მლ (75 მგ ლევამიზოლი) 10 კგ სხეულის წონაზე, მაქსიმალური დოზა – 4.5 მლ (450 მგ ლევამიზოლი) ყოველ ცხოველზე, რომელიც იწონის 65 კგ-ზე მეტს;

გოჭები: 0.75 მლ (75 მგ ლევამიზოლი) 10 კგ სხეულის წონაზე. ცხოველებში, რომლებიც იწონიან 150 კგ-ზე მეტს, რეკომენდებული დოზა არის 3.5 მლ (350 მგ ლევამიზოლი) ყოველ 50 კგ-ზე;

ძაღლები: 0.75 მლ (75 მგ ლევამიზოლი) 10 კგ სხეულის წონაზე დღეში ერთხელ პერორალურად.

შინაური ფრინველი: 1.0 მლ (100 მგ ლევამიზოლი) 250 მლ სასმელ წყალში სამი დღე ზედიზედ, პერორალურად.

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ ავადმყოფ და დასუსტებულ ცხოველებში, განსაკუთრებით ღვიძლის და თირკმელის დაავადების მქონე ცხოველებში.

არ გამოიყენოთ მაკე ცხოველებში მაკეობის ბოლო ტრიმესტრში, ასევე 10 კგ-მდე გოჭებში.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ცხოველებში შესაძლოა გამოვლინდეს მოტორული ფუნქციების დაქვეითების ნიშნები, როგორიცაა კუნთის უნებლიე მოძრაობა და მომატებული ნერწყვდენა, რაც დროებითია.

პრეპარატის ორგანიზმიდან გასვლის პერიოდი:

ხორცის შემთხვევაში: 14 დღე.

არ გამოიყენება ცხოველებში, რომლებიც აწარმოებენ რძეს და კვერცხს ადამიანის მოხმარების მიზნით.

შენახვის პირობები:

25°C-მდე ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს. მოარიდეთ ბავშვებს.

ლევამიზოლ 100 შეფუთვა:10, 30, 50, 100 მლ

ვარგისიანობის ვადა:

36 თვე.