ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახეობები:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

კოქსბე3 (CoxB3 WSP)  – ფხვნილი სასმელ წყალში გამოსაყენებლად

შემადგენლობა:სულფაქლოროპირაზინის ნატრიუმის მონოჰიდრატი 300 მგ

გამოიყენება: კოქციდიოზის სამკურნალოდ ქათმებსა და ინდაურებში, ეიმერიას სხვადასხვა სახეობებით ინფიცირებისას , ფრინველის ტიფის-Salmonella gallinarum, ფრინველების ქოლერას Pasteurella multocida– ინფექციების დროს.

უკუჩვენებები:
არ გამოიყენება ცხოველებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები.

გვერდითი მოვლენები:
შესწავლილი არ არის

სამიზნე ფრინველები:
ქათამი და ინდაური

მიღების წესი და მეთოდი:
ორალური მიღებისათვის საკვებთან ან სასმელ წყალთან ერთად.
კოქციდიოზი: 100 გ – 100 ლიტრ სასმელ წყალთან 3 დღის განმავლობაში.
სალმონელოზი და პასტერელოზი: 100 გრ – 100 ლიტრ სასმელ წყალზე 5 დღის განმავლობაში.
სამკურნალო სასმელი წყალი გამოყენებული უნდა იქნას 24 საათის განმავლობაში.

დაყოვნების პერიოდი:
ხორცი და სუბპროდუქტები: 7 დღე
კვერცხი: 3 დღე

შენახვის პირობები:
ინახება ბნელ ადგილას 2 ° C– დან 25 ° C– მდე.
ვარგისია შეფუთვის გახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

შეფუთვა: 100 გრ პაკეტი (120 პაკეტი  ყუთში).

მსგავსი პროდუქტები