დეტალური აღწერა

კორტავანსი® 0,584 მგ/მლ

გარეგანი გამოყენების სპრეი ძაღლებისთვის

შემადგენლობა: ჰიდროკორტიზონის აცეპონატი 0,584 მგ/მლ.

ჩვენება: დერმატოზების მკურნალობა.

ატოპიურ დერმატიტთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნების შესამსუბუქებლად.

სამიზნე სახეობა: ძაღლები.

გამოყენების წესი და დოზირება: პრეპარატი გამოიყენება გარეგნულად კანზე. გამოყენებამდე დოზატორი უნდა დაეხრახნოს წამლიან ფლაკონს. წამლის გამოყენება უნდა მოხდეს ღია სივრცეში, ან კარგად ვენტილირებულ შენობაში. პრეპარატის გაფრქვევა უნდა მოხდეს 10 სმ-ის სიმაღლიდან. დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში დერმატოზისას, ატოპიური დერმატიტისას შესაძლებელია 14 დღის განმავლობაში გამოყენება. რეკომენდებული დოზაა დღეში 1,52 მკგ ჰიდროკორტიზონის აცეპონატი/1სმ3 ინფიცირებულ კანზე. აღნიშნული დოზა მიიღება გამაფრქვეველზე ორჯერ დაჭერით,  10 სმ x 10 სმ კვადრატი დასამუშავებელი ზედაპირისთვის.

სხეულის დამუშავებული ზედაპირის მთლიანი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ძაღლის სხეულის დაახლოებით 1/3-ს.

ხანგრძლივი მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, მუდმივად უნდა მოხდეს ძაღლის შემოწმება ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის ღერძის დათრგუნვის ან კანის ატროფიაზე. მკურნალმა ვეტერინარმა უნდა განსაზღვროს პრეპარატის გამოყენება სარგებლის / რისკის შეფასების საფუძველზე.

პროდუქტი არის აქროლადი სპრეის სახით და არ საჭიროებს შეზელას.

გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათ შემთხვევაში გამოყენების ადგილას შესაძლოა გამოვლინდეს დროებითი ადგილობრივი რეაქციები (ერითემა და/ან ქავილი).

არ გამოიყენება:

დაწყლულებულ კანზე;

აქტიური ან/და დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში;

კატებში.

სიფრთხილით გამოიყენება მაკეობისა და ლაქტაცის პერიოდში.

7 თვემდე ასაკის ლეკვებში გამოიყენება მხოლოდ ვეტერინარის გადაწყვეტილებით.

შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ  ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის ვადა: შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ: 6 თვე.