ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სახეობები:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

შემადგენლობა:
თითოეული მლ შეიცავს:
კლორსულონი USP 100 მგ
ივერმექტინი IP 10მგ
ბენზილის სპირტი IP 1.5% v/v (როგორც დამცავი)
პროპილენის გლიკოლი IP საჭიროებისამებრ

ჩვენებები: მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მრგვალი ჭიების, ფილტვის ნემატოდების, ღვიძლის ტრემატოდების, ტილების, ტკიპების და რწყილების წინააღმდეგ.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და თხა: კუჭ-ნაწლავის მრგვალი ჭიები (როგორც მოზარდში, ასევე მოწიფულობის პერიოდში), ოსტერტაგია (მათ შორის ინჰიბირებული ლარვა), ჰემონქოზი, ტრიქოსტრონგილიოზი, ეზოფაგოსტომოზი, ტოქსოკარა, ფილტვის ნემატოდები (როგორც მოზარდში, ასევე მოწიფულობის პერიოდში).
ღვიძლის ტრემატოდა: Fasciola gigantica და Fasciola  hepatica (მხოლოდ მოზარდებში).
ჰიპოდერმატოზი (კანქვეშა ბორა) და  სხვა ექტოპარაზიტები.

დოზირება და მიღების წესი:
1 მლ სხეულის წონის ყოველ 50 კგ-ზე,  კანქვეშ.

სამიზნე ცხოველები: გამოიყენება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში, ცხვრებსა და თხებში.

უკუჩვენებები:
ეს პროდუქტი არ არის ინტრავენური ან კუნთშიდა გამოყენებისთვის.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები ცხოველებში გამოყენებისას:
გასათვალისწინებელია ვეტერინარის რჩევები სათანადო დოზირებასთან დაკავშირებით,  პარაზიტების ადეკვატური კონტროლის მისაღწევად და პარაზიტის საწინააღმდეგო რეზისტენტობის განვითარების ალბათობის შესამცირებლად.

გამოყენება მაკეობის და ლაქტაციის  პერიოდში: პროდუქცია უსაფრთხოა მაკეობის ან ლაქტაციის პერიოდში. ამის მიუხედავად  არ არის დაშვებული იმ ცხოველების პროდუქტის გამოყენება, რომლებიც იძლევიან რძეს ადამიანთა მოხმარებისთვის.

დაყოვნების პერიოდი:
ხორცი – 28 დღე
რძე – 7 დღე

შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან:
თავსებადობის კვლევების არ არსებობის გამო, ეს ვეტერინარული სამკურნალო საშუალება არ უნდა შევურიოთ სხვა ვეტერნინარულ სამკურნალო საშუალებას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის პირობები: 
შეინახეთ სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 30 °C ტემპერატურაზე.

შეფუთვის ფორმა:
ქარვისფერი, 100 მლ შუშის ფლაკონი, დალუქული რეზინის საცობით და ერთჯერადი ალუმინის თავსახურით.

 

 

მსგავსი პროდუქტები