დეტალური აღწერა

სამკურნალო ფორმა: პერორალულარად გამოსაყენებელი წვეთები.

სამკურნალო პრეპარატი კონტრსექს Neo წვეთები ხვადი  კატების და ძაღლებისათვის მოქმედი ნივთიერების სახით 1 მლ-ში შეიცავს აცეტობუმედონს (მეპროგენოლის ბუტირატს) – 5,0 მგ და ეთინილესტრადიოლს  – 0,2  მგ. დამხმარე ნივთიერებების სახით – სოიოს ზეთს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კონტრსექს Neo წვეთები განეკუთვნება ფარმაკოლოგიურ  ჯგუფს: ჰორმონები და მათი ანტაგონისტები.

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში ჰორმონები: ჰესტაგენი – აცეტობუმედონი  – ბლოკავს ჰიპოთალამუსში მედიობაზალურ ზონებს, რომლებიც ათავისუფლებენ გონადოლიბერინს, რომელიც წარმოადგენს ჰიპოფიზიდან ფოლიკულომასტიმულირებელი (ფსგ) ჰორმონის და მალუტეინიზირებელი  (ლგ) ჰორმონების სეკრეციის გამშვებ მექანიზმს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სპერმატოგენეზზე და ტესტოსტერონის სეკრეციაზე. ესტროგენი -ეთილინესტრადიოლი აცეტობუმედონთან კომპლექსში აძლიერებს დამაწყნარებელ ეფექტს.

აცეტობუმედონი და ეთილინესტრადიოლი კარგად შეიწოვება ნაწლავებში, განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში, სრულად გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით 48 საათის განმავლობაში

გამოყენების წესი

სამკურნალო პრეპარატი კონტრსექს Neo წვეთები ხვადი  კატების და ძაღლებისათვის გამოიყენება:

კატებში- მძუნაობის, აგრესიულობის, ტერიტორიების მონიშვნის და სხვა არასასურველი ქცევის დასარეგულირებლად, მომატებული აგზნებადობისას დამამშვიდებლად;

ხვად  ძაღლებში:  მძუნაობის, მასთან დაკავშირებული არასასურველი ქცევის და აგრესიულობის დასარეგულირებლად.

სამკურნალო პრეპარატის კონტრსექს Neo წვეთების  გამოყენების უკუჩვენებას წარმოადგენს სქესობრივი ორგანოების დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, შარდკენჭოვანი დაავადება, აღმატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა, პრეპარატის მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

პრეპარატი შეყავთ პერორალურად პირში ჩაწვეთებით, ცხვირზე  ან ნუგბარზე დაწვეთებით. დოზირება დამოკიდებულია ცხოველის სხეულის მასაზე და გამოყენების მიზანზე (იხ. ცხრ. 1).

სამკურნალო პრეპარატის მოხსნიდან 2-3 თვის შემდეგ ხდება ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქციების სრული აღდგენა.

ცხრილი N1

 

ცხოველის სახეობა სამკურნალო პრეპარატის დანიშნულება ცხოველის სხეულის მასა, კგ დოზი

რება

გამოყენების კურსი მიღების დაწყება შენიშვნები
მამრი (ხვადი)  კატები მძუნაობის რეგულირე

ბა

მძუნაობის შეწყვეტა 5კგ-მდე

5,1 -10 კგ

4 წვეთი

4-8 წვეთი

3-5 დღე მძუნაობის პირველი ნიშნების გამოვლენისას 1. არაფექტურია სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, თუ მძუნაობის დაწყებიდან გასულია 2 დღეზე მეტი

2. ახალგაზრდა კატებს კურსის პირველ დღეს უნიშნავენ 8 წვეთს, შემდეგ სქემის მიხედვით

3. საუკეთესო ეფექტი მიიღწევა, თუ ცხოველის დაწყნარების შემდეგ დაემატება საკურსო მიღების კიდევ ერთი დღე.

4. ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო პრეპარატის მიღებას აგრძელებენ მძუნაობის სრულ შეწყვეტამდე

დამაწყნარებე-ლი ეფექტის მხარდაჭერა ცხოველის მასის მიუხედა-ვად 4 წვეთი 1-ჯერ 10-14 დღეში სქესობრივი სიმშვიდის პერიოდში
ხვადი

ძაღლები

მძუნაობის რეგულირება მძუნაობის შეწყვეტა 5კგ-მდე

5,1 -10 კგ

 

10,1-30 კგ

30 კგ-ზე ზემოთ

2 წვეთი

2-4 წვეთი

 

4-12 წვეთი

12+2 წვეთი სხეულის მასის სხეულის მასის ყოველ მომდევ

ნო

5 კგ–ზე

2-ჯერ დღეში 12 სთ ინტერვალით 5-7 დღის განმავლობაში მძუნაობის პირბელი ნიშნების გამოვლენისას 1. არაფექტურია სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, თუ მძუნაობის დაწყებიდან გასულია 2 დღეზე მეტი

2. ახალგაზრდა ხვადებს კურსის პირველ დღეს უნიშნავენ ერთდროულად ორმაგ დოზას., შემდეგ სქემის მიხედვით

3. საუკეთესო ეფექტი მიიღწევა, თუ ცხოველის დაწყნარების შემდეგ დაემატება საკურსო მიღების კიდევ ერთი დღე.

4. ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო პრეპარატის მიღებას აგრძელებენ მძუნაობის სრულ შეწყვეტამდე

დოზის გადაჭარბების სიმპტომები გამოვლენილი არ არის.

სამკურნალო პრეპარატი კონტრასექს Neo წვეთები ხვადი კატების და ძაღლების თავისებურებები მისი პირველი გამოყენებისას და შეწყვეტის შემდეგ გამოვლენილი არ არის.

აკრძალულია სამკურნალო პრეპარატის კონტრასექს Neo წვეთები ხვადი  კატების და ძაღლებისათვის გამოყენება ცხოველების მიერ სქესობრივი მომწიფების მიღწევამდე.

უნდა ერიდოთ სამკურნალო პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვებას, რადგანაც ამ შეიძლება გამოიწვიოს თერაპიული ეფექტიანობის დაქვეითება. სამკურნალო პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვებისას  აგრძელებენ მის გამოყენებას იმავე    დოზირებით და იმავე სქემის მიხედვით.

პრეპარატის მიღების დაყოვნებისას 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, მისი თერაპიული ეფექტიანობა არ ქვეითდება.

სამკურნალო პრეპარატი კონტრასექს Neo წვეთები  გამოყენებისას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად გვერდითი მოვლენები და გართულებები არ აღინიშნება.

ინფორმაცია სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების  თავისებურებებზე არ არსებობს.  

სამკურნალო პრეპარატი კონტრსექს Neo წვეთები  არ არის განკუთვნილი პროდუქტიულ ცხოველებში გამოსაყენებლად.

 პირადი პროფილაქტიკის ზომები

სამკურნალო პრეპარატის კონტრსექს Neo წვეთები გამოყენების დროს  დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ტექნიკის საერთო წესები, რომლებიც გათვალისწინებულია სამკურნალო პრეპარატებთან მუშაობის დროს.

ადამიანები, რომელთაც აქვთ ჰიპერმგრძნობიარობა  პრეპარატის კომპონენტების მიმართ, უნდა ერიდონ პირდაპირ კონტაქტს პრეპარატთან კონტრასექს Neo წვეთები  აკრძალულია სამკურნალო პრეპარატის ცარიელი ტარის გამოყენება ყოფითი მიზნებისათვის, ისინი ექვემდებარებიან უტილიზებას ყოფით ნარჩენებთან ერთად.

სამკურნალო პრეპარატის კანთან ან თვალის ლორწოვან გარსებთან შემთხვევითი კონტაქტის დროს, აუცილებელია მათი დაბანა გამდინარე წყლის დიდი რაოდენობით.  ალერგიული რეაქციების გამოვლინების შემთხვევაში ან პრეპარატის ადამიანის ორგანიზმში შემთხვევითი მოხვედრისას აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას (თან უნდა იქონიოთ პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია ან ეტიკეტი).