დეტალური აღწერა

სამკურნალო ფორმა: პერორალულარად გამოსაყენებელი ტაბლეტები

სამკურნალო პრეპარატი კონტრსექს Neo ტაბლეტები  ხვადი და ძუ კატის, ძაღლის მოქმედი ნივთიერების სახით 1 ტაბლეტში (100 მგ) შეიცავს აცეტობუმედონს (მეპროგენოლის ბუტირატს) – 0,120 მგ და ეთინილესტრადიოლს  – 0,001  მგ. დამხმარე ნივთიერებების სახით: ლაქტოზას, კარტოფილის სახამებელს, კაცლიუმის სტეარატს, საღებავს ტროპეოლინ O–ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კონტრსექს Neo   განეკუთვნება ფარმაკოლოგიურ  ჯგუფს: ჰორმონები და მათი ანტაგონისტები.

სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში ჰორმონები: ჰესტაგენი – აცეტობუმედონი  – ბლოკავს ჰიპოთალამუსში მედიობაზალურ ზონებს, რომლებიც ათავისუფლებენ გონადოლიბერინს, რომელიც წარმოადგენს ჰიპოფიზიდან ფოლიკულომასტიმულირებელი (ფსგ) ჰორმონის და მალუტეინიზირებელი  (ლგ) ჰორმონების სეკრეციის გამშვებ მექანიზმს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საკვერცხეებში ფოლიკულების განვითარებაზე და მათ ოვულაციაზე.  ესტროგენი -ეთილინესტრადიოლი აცეტობუმედონთან კომპლექსში აძლიერებს კონტრაცეპტულ ეფექტს, ცვლის რა საშვილოსნოს ლორწოვანას ბიოლოგიურ თვისებებს, საშვილოსნოს ყელის ლორწოს სიბლანტეს, რაც ამუხრუჭებს  სპერმატოზოიდების მოძრაობის უნარს, ხოლო ცვლილებები საშვილოსნოს ენდომეტრიუმში ხელს უშლიან განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას.

აცეტობუმედონი და ეთილინესტრადიოლი კარგად შეიწოვება ნაწლავებში, განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში, სრულად გამოიდევნება ორგანიზმიდან შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით 48 საათის განმავლობაში

გამოყენების წესი

სამკურნალო პრეპარატი კონტრასექს Neo ტაბლეტები გამოიყენება მძუნაობის შეწყვეტისა და შეფერხებისათვის, აცილებენ რა კატებს,ძაღლებს  არასასურველ მაკეობას.

სამკურნალო პრეპარატს გააჩნია უკუჩვენება ცხოველებისათვის, რომლებსაც არ მიუღწევიათ სქესობრივი სიმწიფისათვის, ორსული და მეძუძური მდედრებისათვის, ასევე სარძევე ჯირკვლის ახალ წარმონაქმნებისა და სასქესო ორგანოების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, შარდკენჭოვანი დაავადების და პრეპარატის კომპონენტების აღმატებული მიუღებლობის დროს.

პრეპარატი შეყავთ პერორალურად საკვებთან ერთად ან იძულებით ენის ძირზე.

დოზირება დამოკიდებულია ცხოველის სხეულის მასაზე და გამოყენების მიზანზე (იხ. ცხრ.).

ცხოველი პრეპარატის დანიშნულება წონა დოზირება მიღების კურსი შენიშვნა  
ძუ კატა მძუნაობის რეგულაცია დენის შეწყვეტა 5კგ-მდე 1ტაბლ. 1-ჯერ დღეში 3-5დღის განმ-ში 1.             არაფექტურია სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, თუ მძუნაობის  დაწყებიდან გასულია 2 დღეზე მეტი

2.             საუკეთესო ეფექტი მიიღწევა, თუ ცხოველის დაწყნარების შემდეგ დაემატება საკურსო მიღების კიდევ ერთი დღე.

3.             ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო პრეპარატის მიღებას აგრძელებენ მძუნაობის სრულ შეწყვეტამდე

4.             რეკომენდებულია მძუნაობის შეწყვეტის კურსის ხანგრძლიობა არა უმეტეს 18 დღე

 
5-დან 10კგ-მდე 1-2ტაბლ.  
დამამშვიდებელი ეფექტის შენარჩუნება  

წონის მიუხედავად

 

 

1ტაბლ.

რეგულარულად 1 ტაბლ/10-14 დღე.  
  არასასურველი მაკეობის შეწყვეტა

 

 

წონის მიუხედავად

 

 

2ტაბლ.

 

24 სთ-ში ორჯერ სამკურნალო პრეპარატის მიცემის უფრო მოგვიანო ვადა აქვეითებს ზემოქმედების ეფექტს  
ძუ ძაღლი

 

 

 

 

 

 

 

სქესობრივი მოთხოვნილების რეგულაცია დენის შეწყვეტა

 

 

 

      5კგ-მდე

 

5,1 -10 კგ

 

10,1-30 კგ

 

30 კგ-ზე ზემოთ

1 ტაბლტ.

 

1-2 ტაბლ.

 

2-4 ტაბლ.

 

4+1 ტაბლ. სხეულის მასის სხეულის მასის ყოველ მომდევნო

10 კგ–ზე

1-ჯერ დღეში  5-7 დღის განმავლობაში 1.             არაფექტურია სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, მძუნაობის  დაწყებიდან გასულია 2 დღეზე მეტი

2.             ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო პრეპარატის მიღებას აგრძელებენ მძუნაობის სრულ შეწყვეტამდე

3.                რეკომენდებულია მძუნაობის შეწყვეტის კურსის ხანგრძლიობა არა უმეტეს 1-ჯერ წელიწადში.

 

1.             მოცემული კურსი იძლევა მძუნაობის ძვრის შესაძლებლობას დაახლოებით 20-40  დღით.

2.                რეკომენდებულია მძუნაობის კურსის ჩატარება არა უმეტეს 2-ჯერ წელიწადში.

 
1-ჯერ დღეში  7 დღის განმავლობაში
დამამშვიდებელი ეფექტის შენარჩუნება          
არასასურველი მაკეობის შეწყვეტა

 

 

 

    24 სთ-ში ორჯერ  

სამკურნალო პრეპარატის მოხსნიდან 2-3 თვის შემდეგ ხდება ორგანიზმის რეპროდუქციული ფუნქციების სრული აღდგენა.

გვერდითი მოვლენები: სამკურნალო პრეპარატი კონტრსექს Neo ტაბლეტები კატების ხვადებისა და ძუებისათვის გამოყენებისას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად გვერდითი მოვლენები და გართულებები არ აღინიშნება.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები გამოვლენილი არ არის.

სამკურნალო პრეპარატი კონტრსექს Neo ტაბლეტები კატების ხვადებისა და ძუებისათვის თავისებურებები მისი პირველი გამოყენებისას და შეწყვეტის შემდეგ გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები: სამკურნალო პრეპარატი უნდა ინახებოდეს მწარმოებლის დახურულ შეფუთვაში მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ  ადგილას, საკვები პროდუქტებისა  და ცხოველების საკვებისაგან განცალკევებით, ტემპერატურაზე 0OC- დან 30OC –მდე.

შენახვის ვადა: სამკურნალო პრეპარატის ვარგისიანობის ვადა შენახვის პირობების დაცვით დახურულ შეფუთვაში – 2 წელი წარმოების დღიდან.

სამკურნალო პრეპარატის ვარგისიანობის ვადა პირველი გახსნის შემდე არა უმეტეს 30 დღე

0OC–დან 25OC–მდე ტემპერატურაზე შენახვის პირობით.

დაფასოება: სამკურნალო პრეპარატს კონტრსექს Neo ტაბლეტები  ხვადებისა და ძუებისათვის უშვებენ  დაფასოებული სახით –  5 ტაბლეტი სტრიპში ან ბლისტერში.  2–2 ბლისტერს ან სტრიპს სამკურნალო პრეპარატით ათავსებენ მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.