ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

კეტოტოპი

კეტოტოპი არის 2 ბოლუსის კომბინაცია, რომელიც შექმნილია პირუტყვებში კეტოზის (აცეტონემია) ოთხ სხვადასხვა დონეზე პროფილაქტიკისთვის.
კეტოზი არის მეტაბოლური დარღვევა, რომელიც ძირითადად ვლინდება მაღალპროდუქტიულ ძროხებში (ფურებში), აგრეთვე იმ ძროხებში (ფურებში), რომლებმაც ცოტა ხნის წინ მოიგეს ხბო. ის ადვილად ვითარდება ძროხებში, რომლებიც არასაკმარის ენერგიას ღებულობენ თავიანთ რაციონში. გარდა ენერგიის ნაკლებობისა, კეტოზის განვითარებაში ცუდად ფუნქციონირებადი ღვიძლიც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კეტოტოპი ხელს უშლის კეტოზის განვითარებას.

პრევენცია ოთხ დონეზე:

ღვიძლის დაცვა: ფაშვით დაცულ ინგრედიენტებს შეუძლიათ ღვიძლამდე მიაღწიონ. ისინი ახდენენ ღვიძლის დეტოქსიკაციას და ასტიმულირებენ ნაღვლის გამომუშავებას, აძლიერებენ ცხიმების მონელებას.
ფაშვის სტიმულაცია: აძლიერებს რა ფაშვის ფლორას, იწვევს უკეთეს ფერმენტაციას და ენერგიის ოპტიმალურ წარმოებას ფაშვში.
საკვების მომატებული მიღება: მცენარეული ექსტრაქტები ასტიმულირებს ძროხის მადას.
ექსტრა ენერგია: კეტოტოპი შეიცავს სწრაფ და ადვილად მისაწვდომ ენერგიას.

ჩვენებები:

კეტოტოპი განსაკუთრებით რეკომენდებულია სხეულის მდგომარეობის მაღალი ქულის მქონე ძროხებისა (მსუქანი ძროხები) და დაქვეითებული მადის მქონე ძროხებისთვის.

კეტოზის პრევენცია;

დამატებითი ზომები კეტოზის პრევენციისთვის:
ენერგია – შეურიეთ მთლიანი რაციონი, რომელიც შეიცავს საკმარის ენერგიას, რათა მაღალპროდუქტიულ ძროხას არ დასჭირდეს სხეულის ცხიმის გამოყენება.
უხეში საკვები – დარწმუნდით, რომ რაციონი შეიცავს საკმარისად უხეში საკვებს კარგი სტრუქტურით.
საკვები – მოერიდეთ საკვების უეცარ დეფიციტს.
საკვების ცვლილებები – დარწმუნდით, რომ საკვების მხრივ არ ააღინიშნება სწრაფი ცვლილებები, რაც იწვევს მიღებული საკვების ფერმენტაციის დარღვევას.
ფიზიკური დატვირთვა – დარწმუნდით, რომ ცხოველები საკმარისად არიან ფიზიკურად დატვირთულნი.

უპირატესობანი:

უფრო ჯანმრთელი ძროხები;
ამცირებს მედიკამენტების საჭიროებას;
ზრდის შემოსავალს;
სწრაფი გამოთავისუფლება;
2 ბოლუსი 1 აპლიკატორში.

დოზირება:
კეტოტოპი განსაკუთრებით რეკომინდირებულია მსუქან და დაქვეითებული მადის პირუტყისთვის.
კეტოტოპის 1 ბოლუსი (1 თეთრი + 1 წითელი) ხბოს მოგებამდე 10 დღით ადრე და 2 ბოლუსი (1 თეთრი + 1 წითელი) მშობიარობიდან დაუყონებლივ.
პერორალურად ბოლუს აპლიკატორის გამოყენებით.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, მაღალ ტემპერატურისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი

შეფუთვა:

კოლოფში 75 გრამიანი 6 თეთრი ბოლუსი და 70 გრამიანი 6 წითელი ბოლუსი.