ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
კეტოტონიკი
საკვები დანამატი ცხოველებისათვის
შემადგენლობა 1 ლიტრში:
კომპონენტი | რაოდენობა 1 ლ-ში |
პროპილენგლიკოლი | 830 გ |
ვიტამინები | |
ნიკოტინის მჟავა (ნიაცინი) | 3 გ |
ქოლინ ქლორიდი | 20,6 გ |
ამინომჟავები | |
DL-მეთიონინი | 18 გ |
მიკროელემენტები 3b | |
კობალტის კარბონატი | 1 გ |
სპილენძის სულფატი | 0.15 გ |
მანგანუმის სულფატი | 2 გ |
კონსერვანტები 1a | |
კალიუმის სორბატი | 0,15 გ |
გამოხდილი წყალი | 1 ლ-მდე |
ანალიტიკური პარამეტრები
ენერგეტიკული ღირებულება | 165,88კკალ/100გრ |
ენერგეტიკული ღირებულება | 693,24 კჯ/100 გრ |
ცილები | 0.4 |
ნაცარი | 0.30 |
ცხიმი | 0.2 |
ტენიანობა | 69.97 |
ჩვენება: კეტოზის დანამატი მცოხნელებში. ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება უშუალოდ მშობიარობამდე, ასევე მშობიარობის შემდგომ პერიოდში მაღალპროდუქტიულ მეწველ ძროხებში, ცხვრებსა და თხებში. კეტოტონიკის მოქმედება ეფუძნება პროპილენგლიკოლის ეფექტს, რომელიც აწესრიგებს გლიკოგენის მარაგს ღვიძლში და გლუკოზის კონცენტრაციას ორგანიზმში. პროპილენგლიკოლი პერორალური მიღების შემდეგ შეიწოვება უშუალოდ ფაშვიდან და ამცირებს კეტოგენეზს.
მეთიონინი ძირითადად ასრულებს მეთილის დონორის ფუნქციას ორგანული გოგირდის ნაერთის ბიოსინთეზისათვის.
მისი მოქმედება ვლინდება განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საკვებში არ შედის მეთიონინის საჭირო რაოდენობა.
სამიზნე სახეობები: ძროხა, ცხვარი, თხა
გამოყენების წესი და დოზირება: გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
ძროხები: დღიური დოზა მერყეობს 300 მლ-დან 500 მლ-მდე ერთ ცხოველზე.
ცხვარი, თხა: დოზა 50-100 მლ.
სადღეღამისო დოზის შერევა შეიძლება წყლის სრულ დღიურ რაოდენობასთან და უნდა მიეცეს ცხოველებს დასალევად მეთვალყურეობის ქვეშ ან გაიყოს და ცხოველებს მიეცეს დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). მკურნალობა მეორდება 4-5 დღეში ორჯერ.
გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.
ლოდინის პერიოდი: არ აღინიშნება.
შენახვის პირობები: შეინახეთ დახურულ კონტეინერში, ტენიანობისა და სინათლისგან დაცულ ადგილას, 25°C-მდე ტემპერატურაზე. მოარიდეთ ბავშვებს. გაიცემა უერეცეპტოდ.
ვარგისიანობის დრო: 2 წელი
შეფუთვა: 1 ლიტრი