ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
კატის FPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა
FPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა
კატის პანლეიკოპენიის ვირუსის და ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის არსებობის
დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის
გამოყენება: FPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა წარმოადგენს კომბინირებულ კასეტას კატის პანლეიკოპენიის ვირუსის და ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის არსებობის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის კატის განავალში.
პრინციპი: სატესტო მოწყობილობას აქვს ორი სატესტო ფანჯარა. თითოეულ სატესტო ფანჯარაზე წარმოდგენილია უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. როდესაც ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში იქნება FPV ან ჟიარდია ლამბლიას ანტიგენი, ხილული T ხაზი გამოჩნდება შესაბამის სატესტო ფანჯარაში. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის გამოყენების შემდეგ, რაც სწორ შედეგზე მიუთითებს. აღნიშნული საშუალებით, კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს FPV ან ჟიარდია ლამბლიას ანტიგენის არსებობა ნიმუშში.
შენახვა და სტაბილობა:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში, დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია დალუქულ პაკეტზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები:
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა თავისი პაკეტიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.
ხელმისაწვდომი მასალები:
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები ● პლასტმასის სინჯარები ბუფერი
● ტამპონები ● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალები, რომელიც არ არის მოწოდებული:
● ტაიმერი
გამოყენების წესი:
ტესტის დაწყებამდე, გააჩერეთ ტესტ-კასეტა, ნიმუში და ბუფერი ოთახის ტემპერატურაზე (15-30 °C).
1. შეაგროვეთ განავალი ან ტამპონის ჩხირით ანუსიდან ან მიწიდან. განავლის ნაცხის რაოდენობა წარმოდგენილია შემდეგი სახით:
1. არასაკმარისი
2. კარგი
3. კარგი
4. ძალიან ბევრი
2. მოათავსეთ სველი ტამპონი ბუფერიან სინჯარაში, რომელიც თან ახლავს ტესტ-სისტემას. დაატრიალეთ და შეანჯღრიეთ ნიმუში საკმარისი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
3. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ ამოღებული ნიმუშის 3 წვეთი (დაახლოებით 120 მკლ) ტესტ-კასეტის თითოეული ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
4. წაიკითხეთ შედეგი 10 წუთში. არ მოახდინოთ შედეგების შეფასება 15 წუთის შემდეგ.
შედეგების შეფასება:
დადებითი: როგორც C ხაზის, ასევე T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა, T ხაზი ძლიერია თუ სუსტი.
უარყოფითი: ვლინდება მხოლოდ ნათელი C ხაზი.
არასწორი: არცერთი ფერადი ხაზი არ ჩანს C ზონაში, მიუხედავად T ხაზის არსებობისა.
შეზღუდვები:
1. FPV + ჟიარდია ლამბლიას ანტიგენი კომბინირებული სწრაფი ტესტ-კასეტა განკუთვნილია მხოლოდ in vitro დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. შედეგების დასადასტურებლად, რეკომენდებულია დამადასტურებელი მეთოდები, როგორიცაა PCR და მიკროსკოპია.
2. ჟიარდიას სიცოცხლეში არსებობს განვითარების ორი განსხვავებული ეტაპი: ტროფოზოიტი და ცისტები. ზოგადად, ცისტები არსებობს ფორმირებულ განავალში, ხოლო ტროფოზოიტი აღინიშნება წყლიან ფაღარათიან განავალში. ეს ნაკრები გამოიყენება ჟიარდიის გამოსავლენად ტროფოზოიტის სტადიაზე.