ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სახეობები:
მწარმოებელი:
პრეპარატის ფორმა:
დეტალური აღწერა
FHV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა
კატის ჰერპეს ვირუსის ანტიგენის (FHV Ag) ხარისხობრივი გასანზღვრისათვის
გამოყენება: FHV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა (თვალის სეკრეტი) წარმოადგენს სენდვიჩის ტიპის გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიულ ანალიზს კატის ჰერპეს ვირუსის ანტიგენის (FHV Ag) ხარისხობრივი გასანზღვრისათვის კატის კონიუნქტივის სითხეში (თვალის სეკრეტი).
პრინციპი: ტესტ-კასეტას აქვს სატესტო ფანჯარა. სატესტო ფანჯარას აქვს უხილავი T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. ნიმუშის განთავსებისას კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში, სითხე ლატერალურად მიედინება ტესტის ზოლის ზედაპირზე. თუ ნიმუშში არის კატის ჰერპესვირუსის ანტიგენი, გამოჩნდება ხილული T ხაზი. C ხაზი ყოველთვის უნდა გამოჩნდეს ნიმუშის დამატების შემდეგ, რაც შედეგის სისწორეზე მიუთითებს. ამ გზით, კასეტას შეუძლია ზუსტად მიუთითოს ნიმუშში კატის ჰერპესის ვირუსის ანტიგენის არსებობა.
შენახვა და სტაბილურობა:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში, დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე. გამოყენებამდე ტესტ-კასეტა დალუქულ პაკეტში უნდა დარჩეს. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
სიფრთხილის ზომები:
• არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ნივთიერებებს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა პაკეტიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტთან.
მოწოდებული მასალები:
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები ● პლასტმასის სინჯარები ბუფერით
● ტამპონები ● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალა, რომელიც არ არის მოწოდებული:
● ტაიმერი
გამოყენების წესი:
კატის თვალის სეკრეტის ნიმუშები უნდა შემოწმდეს მათი აღებისთანავე. საჭიროების შემთხვევაში, სეკრეტის ნიმუშის შენახვა შეიძლება 2-8°C ტემპერატურაზე 12 საათის განმავლობაში ან -20°C-ზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში; მიღებული ნიმუში ბუფერში უნდა შემოწმდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად.
ტესტირების დაწყებამდე, ტესტ-კასეტა, ნიმუში, ბუფერი და/ან საკონტროლო საშუალებები გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
1. ნაცხის ჩხირით აიღეთ კატის თვალის სეკრეტი. საკმარისად დაასველეთ ჩხირი.
შენიშვნა: თვალის სეკრეტი აიღეთ ზედა და ქვედა ქუთუთოებიდან, გთხოვთ მოერიდოთ სეკრეტს თვალის კუთხეში.
2. შეიყვანეთ სველი ტამპონი მოწოდებულ ბუფერულ სინჯარაში. აურიეთ იგი ნიმუშის კარგი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
3. ტესტ-კასეტა მოათავსეთ სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ ამოღებული ნიმუშის 2 წვეთი (დაახლოებით 80 მკლ) ტესტ-კასეტის ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი სურათი.
4. შედეგი წაიკითხეთ 5 წუთში. არ მოახდინოთ შედეგების შეფასება 10 წუთის შემდეგ.
შედეგების შეფასება:დადებითი: როგორც C ხაზის, ასევე T ხაზის არსებობა, არ აქვს მნიშვნელობა, T ხაზი ნათელია ან ბუნდოვანი.
უარყოფითი: ჩნდება მხოლოდ სუფთა C ხაზი.
არასწორი: არცერთი ფერადი ხაზი არ ჩანს C ზონაში, არ აქვს მნიშვნელობა გამოჩნდება თუ არა T ხაზი.
შეზღუდვები:
FHV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა განკუთვნილია მხოლოდ in vitro ვეტერინარული დიაგნოსტიკისთვის. ყველა შედეგი განიხილება სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. ზუსტი შედეგის მისაღებად, პრაქტიკაში საბოლოო განსაზღვრისთვის რეკომენდებულია სხვა მეთოდის გამოყენება, როგორიცაა PCR.