ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მწარმოებელი:

პრეპარატის ფორმა:

დეტალური აღწერა

კატის პანლეიკოპენიის ვირუსის (FPV Ag) ტესტ კასეტა (თვისებრივი გამოვლენისთვის)

FPV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა
კატის პანლეიკოპენიის ვირუსის (FPV Ag) თვისებრივი გამოვლენისთვის.

გამოყენება: FPV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა წარმოადგენს გვერდითი დინების იმუნოქრომატოგრაფიული ანალიზს კატის განავალში ან ნაღებინებ მასაში კატის პანლეიკოპენიის ვირუსის (FPV Ag) თვისებრივი გამოვლენისთვის.

პრინციპი: ტესტ-კასეტას აქვს სატესტო ფანჯარა. სატესტო ფანჯარას აქვს T (ტესტის) ზონა და C (საკონტროლო) ზონა. ტესტირების დროს, ნიმუში განთავსდება კასეტაზე არსებულ ნიმუშის ფოსოში. FPV ანტიგენები, ნიმუშში არსებობის შემთხვევაში, რეაგირებს ანტი-FPV ანტისხეულებთან, რომლებიც დაფარულია კოლოიდური ოქროს ნაწილაკებით ტესტის ზოლში. ნარევი შემდეგ მიგრირებს ზედა მიმართულებით მემბრანაზე ქრომატოგრაფიულად კაპილარული მოქმედებით და რეაგირებს ანტი-FPV ანტისხეულებთან მემბრანაზე ტესტის ხაზის ზონაში. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუში შეიცავს კატის პანლეიკოპენიის ვირუსს, ტესტის ხაზის უბანში გამოჩნდება ფერადი ხაზი, რომელიც მიუთითებს დადებით შედეგზე. თუ ნიმუში არ შეიცავს FPV ანტიგენებს, ფერადი ხაზი არ გამოჩნდება ტესტის ხაზის ზონაში, რაც უარყოფით შედეგზე მიუთითებს. პროცედურული კონტროლის სახით, ფერადი ხაზი ყოველთვის გამოჩნდება საკონტროლო ხაზის ზონაში, რაც მიუთითებს, რომ ნიმუშის სათანადო მოცულობა დაემატა და მოხდა მემბრანის გაჟღენთა.

შენახვა და სტაბილობა:
შეინახეთ შეფუთულ მდგომარეობაში, დალუქულ პაკეტში ოთახის ტემპერატურაზე ან მაცივარში (2-30°C). ტესტი სტაბილურია ვარგისობის ვადის გასვლამდე. ტესტ-კასეტა გამოყენებამდე უნდა დარჩეს დალუქულ პაკეტში. არ გაყინოთ. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

სიფრთხილის ზომები:
• ყველა ნიმუშს მოეპყარით ისე, როგორც ინფექციის აღმძვრელის შემცველ ნიმუშს. ტესტირების დროს დაიცავით დადგენილი სიფრთხილის ზომები მიკრობიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და დაიცავით ნიმუშების სათანადო უტილიზაციის სტანდარტული პროცედურები.
• გაიკეთეთ ერთჯერადი ხელთათმანები და თვალის დამცავი საშუალებები ნიმუშების ტესტირებისას.
• ტენიანობამ და ტემპერატურამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე.
• უშუალოდ გამოყენებამდე არ ამოიღოთ ტესტ-კასეტა შეფუთვიდან.
• ტესტ-სისტემა არ გამოიყენოთ განმეორებით.
• არ შეურიოთ სხვა პარტიის კომპონენტებთან და სხვადასხვა პროდუქტებთან.

მოწოდებული მასალები
● ტესტ-კასეტები ● პიპეტები ● პლასტმასის სინჯარები ბუფერით
● ტამპონები ● შეფუთვის ჩანართი
საჭირო მასალა, რომელიც შეფუთვას არ მოყვება
● ტაიმერი

გამოყენების წესი:
ტესტირების დაწყებამდე, ტესტ-კასეტა, ნიმუში და ბუფერი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-30°C).
1. ამოიღეთ ტესტ-კასეტა ფოლგის პაკეტიდან და დაუყოვნებლივ გამოიყენეთ. საუკეთესო შედეგები მიიღება იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი ჩატარდება ერთი საათის განმავლობაში
2. შეაგროვეთ კატის განავალი ან ნაღებინები მასა ნაცხის ჩხირით კატის ანუსიდან ან მიწიდან. განავლის ნაცხის რაოდენობა შემდეგია:

1. არასაკმარისი
2. კარგი
3. კარგი
4. ძალიან ბევრი

3. მოათავსეთ დასველებული ჩხირი მოწოდებულ ბუფერიან პლასტმასის სინჯარაში. აურიეთ იგი ნიმუშის კარგი ექსტრაქციის უზრუნველსაყოფად.
4. მოათავსეთ ტესტ-კასეტა სუფთა და სწორ ზედაპირზე. დაიჭირეთ პიპეტი ვერტიკალურ მდგომარეობაში და გადაიტანეთ ამოღებული ნიმუშის 3 წვეთი (დაახლოებით 120 მკლ) ტესტ-კასეტის ნიმუშის ფოსოში (S), შემდეგ ჩართეთ ტაიმერი. იხილეთ სურათი.
5. წაიკითხეთ შედეგი 10 წუთში. არ მოახდინოთ შედეგების შეფასება 15 წუთის შემდეგ.

შედეგების შეფასება:
დადებითი: როგორც C ხაზის, ასევე T ხაზის არსებობა, მიუხედავად იმისა, T ხაზი ძლიერია თუ სუსტი.
უარყოფითი: ჩნდება მხოლოდ მკაფიო C ხაზი.
არასწორი: არცერთი ფერადი ხაზი არ ჩანს C ზონაში, მიუხედავად T ხაზის არსებობისა.

შეზღუდვები:
FPV ანტიგენის სწრაფი ტესტ-კასეტა გამოიყენება მხოლოდ in vitro დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის კატებში. ყველა შედეგი უნდა იყოს განხილული სხვა კლინიკურ ინფორმაციასთან ერთად, რომელსაც მოგაწოდებთ ვეტერინარი. შედეგების დასადასტურებლად რეკომენდებულია ისეთი დამადასტურებელი მეთოდები, როგორიცაა PCR.